კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
18:42 / 20-03-2017
მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული სახლები, დამტვრეული ავტომობილი - ძლიერმა ქარმა თბილისსა და რეგიონებში პრობლემები შექმნა
ძლიერმა ქარმა თბილისსა და რეგიონებში პრობლემები შექმნა. ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გამოძახებების რაოდენობამ მოიმატა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დიღომში, "გუდვილთან" ერთ-ერთ ავტომობილს ხე დაეცა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ასევე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა სარეკლამო ბანერები ჩამოაგდო.

იხილეთ ვიდეო

ყველაზე მეტი გამოძახება დიდი დიღმიდან და გლდანიდანაა. გამოძახებების ძირითადი მიზეზი ხის ტოტების მოტეხვაა. მათივე ინფორმაციით, გამოძახებებზე მყისიერი რეაგირება ხდება. 

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა რუსთავშიც. სპორტის ქუჩის #2-თან ქარმა ორი ხე
მოგლიჯა. ხეების წაქცევის შედეგად, არავინ დაშავებულა. გარდა ამისა, რუსთავის მერიის "ცხელი ხაზის" ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად სახურავის დაზიანების თაობაზე მოსახლეობის მიერ რამდენიმე შეტყობინება შევიდა.
სიტუაციის შესწავლის მიზნით, რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის თანამშრომლები შეტყობინების ადგილზე არიან გასული. რაც შეეხება სპორტის #2-თან წაქცეულ ხეებს, გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად აღნიშნულ ქუჩაზე ა(ა)იპ "უზრუნველყოფის" სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

იხილეთ: ძლიერი ქარი საქართველოში - ფოტოები თბილისიდან და რეგიონებიდან

ძლიერი ქარია გორშიც. დავით აღმაშენებლის ქუჩაზე კვერნაძეების საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი გადახადა. ოჯახის ერთ-ერთი წევრის, ტატიანა კვერნაძის განცხადებით, ოჯახს არ გააჩნია სახსრები, რომ თავად შეაკეთოს დაზიანებული სახურავი. ნალექის შემთხვევაში კი საცხოვრებელი სახლის ინტერიერი კიდევ უფრო მეტად დაზიანდება.

ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე გორის მერიის წარმომადგენლები, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული განცხადებები არ გაკეთებულა. შემთხვევის შედეგების შესწავლამდე კონკრეტული განცხადებები სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.

აღნიშნული საცხოვრებელი სახლის გარდა ქარმა დააზიანა შინდისის გზატკეცილზე რკინაბეტონის ქარხნის სახურავიც. გარდა ამისა, ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი ნაწილობრივ დაზიანებულია, თუმცა სახურავის მასალები კორპუსებიდან არ გადმოცვენილა.


წაიკითხეთ: როგორი ამინდი იქნება 21 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით
კომენტარი ჯერ არ დამატებულა
მსგავსი სიახლეები
ძლიერმა ქარმა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ საქართველოს რამდენიმე რეგიონში პრობლემები შექმნა
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა
დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდა
+VIDEO საგანგებო სიტუაციების სააგენტოში თბილისის გარკვეული უბნებიდან გამოძახებებმა იმატა
ქარის სიმძლავრე 32 მეტრი წამში დაფიქსირდა, რაც უკვე გრიგალის მნიშვნელობისა
2017 წლიდან საქართველოში დემოგრაფიული კრიზისი იწყება
ქუთაისში დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და ავტოფარეხი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
,,ვინილებიდან აიპოდამდე''-ს მომდევნო თამაშს ,,ზამთრის მუსიკალური მარათონი"...
12:18 / 22-01-2018  Image "რაღაც "ყარს" ქვეყანაში და ამაზე თვალის დახუჭვა კატასტროფის ტოლფასი იქნება" - გია ხუხაშვილი
"ინტერესჯგუფების სურვილი, დადგნენ კანონზე მაღლა და ხელისუფლებას უკარნახონ თამაშის წესები, ნათელია"
10:21 / 22-01-2018  Image როგორ ხდება ღვიძლის გადანერგვა და რა რისკები ახლავს მას - ქართველი პროფესორი, რომელმაც უკვე 19 ოპერაცია ჩაატარა
ტატიანა მეგრელიშვილი პირველია, ვისაც საქართველოში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა, დონორი მისი ძმაა
16:32 / 22-01-2018  Image დიდებიდან თავშესაფრამდე - ცნობილი ქართველები, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ მოხუცთა პანსიონატში მოხვდნენ
შვილის დაღუპვის შემდეგ თვითმკვლელობა ბევრჯერ სცადა, ალკოჰოლსაც მიეძალა...
10:31 / 22-01-2018  Image 10 საინტერესო ფაქტი Amazon.com-ის შესახებ და ახალი შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეებისთვის
ინტერნეტმაღაზია Amazon.com ელექტრონული კომერციის ერთ-ერთ საწყისად ითვლება. 
10:13 / 22-01-2018  Image დონალდ ტრამპისა და ივანკას "უცნაური" კოცნა - პრეზიდენტს კვლავ აკრიტიკებენ
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტრამპი ქალიშვილთან ურთიერთობის გამო გააკრიტიკეს

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49