კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
21:25 / 20-03-2017
როგორ იქმნებოდა ფილმი "როცა აყვავდა ნუში"
ნუშის ყვავილობის პერიოდი დგება. ჰაერში სასიამოვნო სურნელი ტრიალებს, მზე გეალერსება და მოაბიჯებ რომანტიკულ ფიქრებსა და ოცნებებში გზააბნეული... ამ დროს, გია ყანჩელის ჰანგები გახსენდება, მერე - ის კადრი, ველოსიპედით როგორ მოსეირნობენ ამ ჰანგის ფონზე თინა ვარდანაშვილი და ზურა ყიფშიძე...

უკვე 44 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანზე გამოვიდა ლანა ღოღობერიძის - "როცა აყვავდა ნუში", ფილმი, რომელიც თავიდანვე შეიყვარა მაყურებელმა და რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალურობას... როგორც ვიცი, ეკა მაღალაშვილისთვის, რომელმაც ფილმში თავისი მოსახელე პერსონაჟი განასახიერა, ეს როლი ერთადერთია - მან პროფესიად მხატვრობა აირჩია. ჩვენს ინტერვიუში ქალბატონი ეკა თავისი ცხოვრების ყველაზე ლამაზ პერიოდზე გვიამბობს და იხსენებს, თუ რა ხდებოდა ნუშის ყვავილობის პერიოდში.

- ეს ყველაფერი იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ ხანდახან მგონია, სხვა ცხოვრებაში ხდებოდა. ფილმში 15 წლის ვარ. რეჟისორი ლანა ღოღობერიძე დედას მეგობარი იყო, შვილებიც ვმეგობრობდით. თავიდანვე ვიცოდი, რომ სცენარი იწერებოდა და ისიც, რომ ერთ-ერთ პერსონაჟად პუტკუნა, გულუბრყვილო და ცოტა სასაცილო ტიპაჟს ეძებდნენ. ასეთი ორი ვყავდით. გაგვგზავნეს სინჯებზე და რატომღაც, მე ამარჩიეს.
დღეს რომ ვუყურებ, სულაც არ მეჩვენება, რომ პუტკუნა ვარ. წონის პრობლემა არ მაწუხებდა, მაგრამ გარდამავალ ასაკში შესამჩნევად მოვსუქდი. ამის გამო დედა სულ მეუბნებოდა: "ეკა, ნუ ჭამ! დიეტურად იკვებე!" გადაღებები რომ დაიწყო, აღმოჩნდა, რომ არც ისეთი მსუქანი ვიყავი, როგორიც ფილმისთვის სჭირდებოდათ, ამიტომ დედაც და ქალბატონი ლანაც დამდევდნენ: ეკა, ჭამე! ეკა, ჭამეო!
ხომ იცით, თბილისი პატარა ქალაქია, ამიტომ გადაღების დაწყებამდე, ფილმის თითქმის ყველა მსახიობი ერთმანეთს ვიცნობდით: ზოგი ჩემი სკოლელი იყო, ზოგი უბნელი, ზოგიც მეგობრის მეგობარი: გოგა ფიფიაც, ზურა ყიფშიძეც (რომელიც 2-3 წლითაა ჩემზე უფროსი) და თინა ვარდანაშვილიც. თუმცა, გადაღებისას ძალიან დავახლოვდით.
- გადაღებები სად მიმდინარეობდა?

წაიკითხეთ სრულად
12:01 / 21-03-2017
naka
0
როგორ მიყვარს ეს ფილმი.მისი ნახვის მერე წარსულში დავნარნარებ ხოლმე.მაშინ თითქოს სხვანაირი იყო გაზაფხულიც და ნუშის ყვავილობაც
10:54 / 21-03-2017
rusudani
0
რა კარგია ზურა ამ ფილმში
მსგავსი სიახლეები
70-იანი წლების ბოლო და 80-იანების დასაწყისი ქართული კინოსთვის მნიშვნელოვან წლებად შეიძლება ჩაითვალოს
მიშა მესხისგან განსხვავებით "ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიაზე არ ჩასძინებია ედრიენ ბროუდის
+VIDEO: საპატიმროდან გაქცევის ყველა ისტორია სწრაფად ემსგავსება ლეგენდას
ქართულ ფილმებში არაერთმა არაქართველმა მსახიობმა ქალბატონმა შექმნა
"ადამიანმა ოდესმე ხომ უნდა მიხედო ჯანმრთელობას და ისე დაემთხვა, ახლა ვმკურნალობ"
ნიკოლას სპარკსი ცნობილია სიყვარულის, ტრაგედიის, ბედისწერის ამსახველი რომანებით
"ძალიან ლამაზი და ღიმილიანი თინა ვარდანაშვილი, უბრალოდ ღიმილიანი კი არა, მომაჯადოებელი ღიმილით"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:05 / 17-10-2017  Image მტკვრის მოულოდნელად ადიდების გამო მამაკაცი წყალში მანქანით აღმოჩნდა
მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და დახმარებას საჭიროებდა
15:06 / 17-10-2017  Image "რუსთავი 2"-ის და "იმედის" თანამშრომლების "ფეისბუქ-ომი" "ნიჭიერის" რეიტინგის გამო
"რეკორდულად ცოტა დროში, რეკორდულად მაღალ რეიტინგიანი ნიჭიერი დაიდო"
15:05 / 17-10-2017  Image ზემო ლარსზე დააკავეს ქალი, რომელიც დაქორწინების შემდეგ ქმრებს სირიაში გზავნიდა - ФСБ
"პროფესიონალმა ქვრივმა" გადაწყვიტა ჯიჰადი საკუთარი ცხოვრების მიზნად ექცია"
11:50 / 17-10-2017  Image სილქნეტის სპეციალური შეთავაზება ახალი აბონენტებისთვის!
ახალი მომხმარებლები ორი თვის განმავლობაში უფასო სერვისებით ისარგებლებენ
16:47 / 17-10-2017  Image "სპარში" შეძენილ შოკოლადში მატლები აღმოჩნდა - Momxmarebeli.ge
საუბარია, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფილიალში შეძენილ პროდუქციაზე
პოპულარული კომენტარები
მე მაინტერესებს, რატომ იყო ქ-ნი ლიკა მარტო? რატომ დატოვა თუ მიატოვა ერთადერთმა შვილმა დედა, რომელმაც ზღვა სიყვარული დაიმსახურა ხალხში.. დედა, რომელიც იყო დეპრესიისკენ მიდრეკილი, რომელსაც სჭირდებოდა ყველაზე მეტად ის, რომ თავისი შვილი და შვილიშვილი ყოფილიყო მის გვერდით.. არ დამიწყოთ არავინ, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ა.შ. ყველა შვილი ვალდებულია, რომ განსაკუთრებით სიბერეში იყოს თავისი მშობლის გვერდით, მოუაროს და იზრუნოს მათზე.. სკაიპით მზრუნველობა არ მესმის მე.. პირველ რიგში შვილია დამნაშავე, რომ ეს ღვთაებრივი სილამაზე იმქვეყნად წავიდა.. შვილმა ვერ დააფასა და სხვას რა უნდა მოვსთხოვოთ..
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რამდენი ,,სხვისი შვილი" მოუკლავთ თქვენი შვილისნაირ მთვრალ და დაუმორჩილებელ მძღოლებს, შეიძლება ზუსტად მაგ ფაქტით კიდევ ერთი უდანაშაულო სიცოცხლე გადაარჩინეს პატრულებმა. ეგ პოლიციელები ბევრად მსხვერპლნი არიან მოცემულ მომენტში. ბევრი ფაქტი მოხდა და თამამად ვამბობ, თქვენს შვილს რომ ვინმე გაეტანა, ის ციხეში არ ჩაჯდებოდა! ყინვაში, ქარში, გრტიგალში გარეთ მომუშავე ყველა პოლიციელი არის გმირი? მათი ხელფასი იცით? იცით რომ მათაც ჰყავთ შვილები, რომლებიც მთვრალი მძღოლების პოტენციური მსხვერპლნი არიან, ისევე როგორც ჩემი შვილიც... გონიერად მივუდგეთ ყველა საკუთარი შვილების აღზრდას...
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49