როგორ იქმნებოდა ფილმი "როცა აყვავდა ნუში"

როგორ იქმნებოდა ფილმი "როცა აყვავდა ნუში"

ნუშის ყვავილობის პერიოდი დგება. ჰაერში სასიამოვნო სურნელი ტრიალებს, მზე გეალერსება და მოაბიჯებ რომანტიკულ ფიქრებსა და ოცნებებში გზააბნეული... ამ დროს, გია ყანჩელის ჰანგები გახსენდება, მერე - ის კადრი, ველოსიპედით როგორ მოსეირნობენ ამ ჰანგის ფონზე თინა ვარდანაშვილი და ზურა ყიფშიძე...

უკვე 44 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანზე გამოვიდა ლანა ღოღობერიძის - "როცა აყვავდა ნუში", ფილმი, რომელიც თავიდანვე შეიყვარა მაყურებელმა და რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალურობას... როგორც ვიცი, ეკა მაღალაშვილისთვის, რომელმაც ფილმში თავისი მოსახელე პერსონაჟი განასახიერა, ეს როლი ერთადერთია - მან პროფესიად მხატვრობა აირჩია. ჩვენს ინტერვიუში ქალბატონი ეკა თავისი ცხოვრების ყველაზე ლამაზ პერიოდზე გვიამბობს და იხსენებს, თუ რა ხდებოდა ნუშის ყვავილობის პერიოდში.

- ეს ყველაფერი იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ ხანდახან მგონია, სხვა ცხოვრებაში ხდებოდა. ფილმში 15 წლის ვარ. რეჟისორი ლანა ღოღობერიძე დედას მეგობარი იყო, შვილებიც ვმეგობრობდით. თავიდანვე ვიცოდი, რომ სცენარი იწერებოდა და ისიც, რომ ერთ-ერთ პერსონაჟად პუტკუნა, გულუბრყვილო და ცოტა სასაცილო ტიპაჟს ეძებდნენ. ასეთი ორი ვყავდით. გაგვგზავნეს სინჯებზე და რატომღაც, მე ამარჩიეს. დღეს რომ ვუყურებ, სულაც არ მეჩვენება, რომ პუტკუნა ვარ. წონის პრობლემა არ მაწუხებდა, მაგრამ გარდამავალ ასაკში შესამჩნევად მოვსუქდი. ამის გამო დედა სულ მეუბნებოდა: "ეკა, ნუ ჭამ! დიეტურად იკვებე!" გადაღებები რომ დაიწყო, აღმოჩნდა, რომ არც ისეთი მსუქანი ვიყავი, როგორიც ფილმისთვის სჭირდებოდათ, ამიტომ დედაც და ქალბატონი ლანაც დამდევდნენ: ეკა, ჭამე! ეკა, ჭამეო!

ხომ იცით, თბილისი პატარა ქალაქია, ამიტომ გადაღების დაწყებამდე, ფილმის თითქმის ყველა მსახიობი ერთმანეთს ვიცნობდით: ზოგი ჩემი სკოლელი იყო, ზოგი უბნელი, ზოგიც მეგობრის მეგობარი: გოგა ფიფიაც, ზურა ყიფშიძეც (რომელიც 2-3 წლითაა ჩემზე უფროსი) და თინა ვარდანაშვილიც. თუმცა, გადაღებისას ძალიან დავახლოვდით.

- გადაღებები სად მიმდინარეობდა?

წაიკითხეთ სრულად

1006 ახალი ინფიცირებული და 25 გარდაცვლილი - ბოლო 24 საათში საქართველოში 17 349 ტესტი ჩატარდა

სკოლების პედაგოგებს, სადაც სწავლა 1-ელი თებერვლიდან საკლასო ოთახებში განახლდება, PCR ტესტირება ჩაუტარდებათ

"კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე 41% მყარ "არას" არ ამბობს, საჭიროა მეტი განათლება, ექიმების მიმართ ნდობა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ეკლესიის როლი" - კულუმბეგოვი