ძლიერი ქარი საქართველოში - ფოტოები თბილისიდან და რეგიონებიდან

ძლიერი ქარი საქართველოში - ფოტოები თბილისიდან და რეგიონებიდან

ძლიერმა ქარმა თბილისსა და რეგიონებში პრობლემები შექმნა. დედაქალაქში, რუსთავსა და გორში ქარმა ხეები მოგლიჯა, ასევე სახლების სახურავები დააზიანა. თბილისში, დიდ დიღომში მოგლეჯილი ხე ავტომობილს დაეცა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ასევე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა სარეკლამო ბანერები ჩამოაგდო. ძლიერი ქარის გამო თბილისის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

იხილეთ ვიდეო: ძლიერმა ქარმა თბილისში, მერიასთან დროშა მოგლიჯა

ქარმა პრობლემები შექმნა რუსთავშიც. სპორტის ქუჩის #2-თან ქარმა ორი ხე მოგლიჯა. ხეების წაქცევის შედეგად, არავინ დაშავებულა.  ძლიერი ქარია გორშიც. დავით აღმაშენებლის ქუჩაზე კვერნაძეების საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი გადახადა. 

აღნიშნული საცხოვრებელი სახლის გარდა ქარმა დააზიანა შინდისის გზატკეცილზე რკინაბეტონის ქარხნის სახურავიც. გარდა ამისა, ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი ნაწილობრივ დაზიანებულია, თუმცა სახურავის მასალები კორპუსებიდან არ გადმოცვენილა.

ნახეთ ფოტოები თბილისიდან და რეგიონებიდან

წაიკითხეთ: როგორი ამინდი იქნება 21 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი