პატრიარქი - საქართველო ვერასდროს შეეგუება ტერიტორიის წართმევას - რუსეთის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ უნდა მოვნახოთ კარი, ან ფანჯარა, რითაც ეს პრობლემა გადაწყდება

პატრიარქი - საქართველო ვერასდროს შეეგუება ტერიტორიის წართმევას - რუსეთის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ უნდა მოვნახოთ კარი, ან ფანჯარა, რითაც ეს პრობლემა გადაწყდება

მე ვუთხარი რუსეთის პრეზიდენტს, რომ ჩიხური მდგომარეობა არ არსებობს. ჩვენ უნდა მოვნახოთ კარი, ან ფანჯარა, რითაც გადაწყდება ეს პრობლემა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტის თავმჯდომარეებთან და ვიცე-სპიკერებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ ინარა მურნიეცემ პატრიარქს კითხვით მიმართა, ხომ არ ისურვებდა აზრი გამოეთქვა დღევანდელი საქართველოს მდგომარეობის შესახებ, განსაკუთრებით გაყინული კონფლიქტების მოგვარების შესახებ.

”როდესაც თქვენ საუბრობთ საქართველოს ოკუპაციის შესახებ, ყველა უსმენს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ უცხოეთში”, - განაცხადა კითხვის დასმამდე ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ.

პატრიარქის თქმით, გაყინული კონფლიქტები ძალიან საშიშია, რადგან შესაძლოა უფრო დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. შეხვედრაზე პატრიარქმა ასევე რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა გაიხსენა.

”გაყინული კონფლიქტები ძალიან საშიშია. შეიძლება ლოკალური კონფლიქტი დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს და საქართველო არასდროს დაჯერდება იმას, რომ ტერიტორია იყოს წართმეული საქართველოსთვის. მე მქონდა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან და მან მითხრა, რომ ვერ ხედავს გამოსავალს. მე ვუთხარი, რომ ჩიხური მდგომარეობა არ არსებობს. ჩვენ უნდა მოვნახოთ კარი, ან ფანჯარა, რითაც გადაწყდება ეს პრობლემა”, - განაცხადა უწმინდესმა შეხვედრაზე.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი