"რეზონანსი" - სანამ ლარი 2,4-ს არ ჩამოსცდება, პროდუქტი არ გაიაფდება

"რეზონანსი" - სანამ ლარი 2,4-ს არ ჩამოსცდება, პროდუქტი არ გაიაფდება

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით პოზიციას იუმჯობესებს და ამ ტენდენციას უკვე თვეზე მეტია, ინარჩუნებს. ლარი, წლის დასაწყისიდან მოყოლებული, 11,5%-ით გამყარდა და, რაც მთავარია, სტაბილურობას ინარჩუნებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, წესით, სავალუტო ბაზრის დამშვიდება უნდა ასახულიყო სამომხმარებლო ბაზარზე, თუმცა ფასების კლების მიმართულებით ცვლილება იგვიანებს.

მომხმარებლები უკმაყოფილებას არ მალავენ და მაღალი ფასებით გამოწვეული მძიმე სოციალური ფონის შემსუბუქებას ითხოვენ. იმპორტიორებს მიაჩნიათ, რომ ჯერ გაიაფება ნაადრევია, რადგან ვალუტის გამყარება შესაძლოა, დროებითი იყოს და ლარი ისევ გაუფასურდეს. მათი თქმით, ფასის შემცირება აუცილებლად დაიწყება იმ შემთხვევაში, თუკი სავალუტო ნიშნული 2,4-ს ჩამოსცდება.

სადისტრიბუციო კომპანია "გრანდის" დამფუძნებელი ივა ჭყონია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სავალუტო ბაზარზე მიმდინარე მოვლენები დამაკმაყოფილებელია, მაგრამ პროდუქციის გაიაფებისთვის - არასაკმარისი. სამომხმარებლო ბაზარზე ფასებს მაშინ გადახედავენ, როდესაც ლარის ნიშნული 2,4-ზე დაბლა ჩამოვა. ასევე მნიშვნელოვანია, დაიკლოს საწვავის ფასმაც, რადგან მისი გაზრდილი ღირებულება ავტომატურად აისახება პროდუქტის ფასზე.

"ლარი რა ნიშნულსაც დაიჭერს, იმის მიხედვით დგინდება საქონლის ფასიც. გამყარების ტენდენცია შეინიშნება, არის კომპანიები, რომლებმაც უკვე გააიაფეს პროდუქციის ნაწილი. თუ ეს ტენდენცია (ვალუტის გამყარება) გაგრძელდა,

რა თქმა უნდა, ფასები შედარებით დაიკლებს. მთავარია, ამ დროს საწვავი არ გაძვირდეს, რაც კომპანიებისთვის დიდი პრობლემაა. ძირითადად ყველა სადისტრიბუციო კომპანია საწვავის ღირებულებაზე არის დამოკიდებული. ბევრი ამტკიცებს, თითქოს საწვავის ფასს უმნიშვნელო გავლენა აქვს, რაც არ შეესაბამება რეალობას.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი