ბრაზილიური წარმოების "სადიას" და "სიერას" პროდუქტებში სალმონელას ჩხირები აღმოაჩინეს

ბრაზილიური წარმოების "სადიას" და "სიერას" პროდუქტებში სალმონელას ჩხირები აღმოაჩინეს

ბრაზილიიდან იმპორტირებული ხორცის ყველა სასაქონლო პარტია ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარება. ამის შესახებ, "ბიზნესპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, 2015 წლიდან დღემდე ბრაზილიიდან შემოტანილ ხორცსა და ხორცის პროდუქტების 1 305 სასაქონლო პარტიას ჩაუტარდა კონტროლი, ლაბორატორიულად გამოკვლეულ იქნა 290 ნიმუში. მათგან მიკრობიოლოგიური შეუსაბამობა (სალმონელა) 4 სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა.

ამავე პერიოდში "სიერას" ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია JBS-დან შემოსულია 114 სასაქონლო პარტია, აქედან ნიმუშების აღება 25 პარტიაში მოხდა, საიდანაც სალმონელა ერთ სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა. კომპანია "სადიას" მწარმოებელი კომპანია BRF-დან შემოსულ 152 სასაქონლო პარტიიდან კი ნიმუშების აღებას 30 პარტია დაექვემდებარა. გამოკვლევის შედეგად ასევე ერთ სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა სალმონელა.

საქართველოში ბრაზილიიდან იმპორტირებული ხორცის ლაბორატორიული კვლევის მიზეზი, ბრაზილიის ხელისუფლების მიერ რამდენიმე მსხვილ ხორცის მწარმოებელ ბრაზილიური კომპანიაში აღმოჩენილი დარღვევები გახდა.

BBC-ს ცნობით, უვარგისი, გაფუჭებული ხორცის გაყიდვის საფუძვლით 3 ქარხანა უკვე დაიხურა; 21-ში კი შემოწმება ამ დრომდე გრძელდება.

"ბიბისის" ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ კი ბრაზილიის 6 შტატში, 194 ადგილას ჩატარებული რეიდების შედეგად ფედერალურმა პოლიციამ დაადგინა, რომ ქარხანათა უმეტესობა სერტიფიკატებს ქრთამის მეშვეობით იღებდა.

კომპანიებს შორის, სადაც ჰიგიენის ნორმების დარღვევა გამოვლინდა, "სადიასა" და "სიერას" ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიები JBS-ი და BRF-იც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ბრენდები საქართველოშიც იყიდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი