უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის ზოგიერთ რაიონს, ხვალ, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, თოდრიას, გორდის და ზედაზენის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ორბეთის, კლდეკარის, სამღერეთის, წერონისის, ლაითურის, სუვოროვის, ზედაზენის, ჟღენტის და ნაქალაქევის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, იერუსალიმის მოედნის, კოტე აფხაზის, ხანძთელის, იერუსალიმის, აბოვიანის და ბერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 15:30 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის, ლვოვის, კანდელაკის, ტაშკენტის, ვაზისუბნის, ონიაშვილის და დელისის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი