საგარეო საქმეთა სამინისტრო ლონდონში, საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ლონდონში, საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლონდონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ლონდონში მომხდარ ტერორისტულ ინციდენტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი: +44 7872 064830.

ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

"ამ ეტაპზე ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ლონდონში, მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან, გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაცია და მოერიდონ შემდეგ ადგილებზე გადაადგილებას: პარლამენტის მოედანი, უაითჰოლი, ვესტმინსტერის ხიდი, ლამბეთის ხიდი, ვიქტორიას ქუჩა ბროდვეის გზაჯვარედინამდე, მონაკვეთი ვიქტორიას სანაპიროდან ემბანკმენტის მეტროსადგურამდე და მონაკვეთი ლამბეთპალასის ქუჩიდან მილბანკამდე", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

იხილეთ: ტერაქტი ინგლისის პარლამენტთან - ყველაზე დრამატული კადრები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი