პატრიარქი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახს უსამძიმრებს

პატრიარქი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახს უსამძიმრებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ბატონიშვილ ბაგრატ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.

"მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა ბატონიშვილ ბაგრატ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის და ამასთან შევთხოვთ ღმერთს, მოგანიჭოთ მშვიდობა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ", - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

ბატონიშვილი ბაგრატ ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი და ბავარიელი და ბურბონი ესპანეთში, 20 მარტს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი