ქართველი მოსწავლეები რთული ინგლისური სიტყვების დამარცვლაში შეეჯიბრებიან

ქართველი მოსწავლეები რთული ინგლისური სიტყვების დამარცვლაში შეეჯიბრებიან

ქართველი მოსწავლეები რთული ინგლისური სიტყვების დამარცვლაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის ეროვნული-საფინალო რაუნდი 2017 წლის 25 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ სააქტო დარბაზში გაიმართება.

"ინგლისურის ენის მართლწერის ნაციონალური კონკურსი" (NESC-GE) ამერიკული პროექტის, "Spelling BEE"-ს ანალოგია და წელს უკვე მეხუთედ იმართება საქართველოში. მასში ჩართულნი არიან მე-8 - მე-12 კლასის მოსწავლეები საქართველოს 12 რეგიონიდან. კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება. მონაწილეები ერთმანეთს რთული ინგლისური სიტყვების დამარცვლაში ეჯიბრებიან. ეს კონკურსი უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს ქართველ ბავშვებს და მათ მასწავლებლებს, გაიუმჯობესონ ინგლისური ენის უნარები, წარმოაჩინონ თავიანთი სკოლა და თემი და გახდნენ ეროვნული კონკურსის მონაწილეები.

NESC-GE საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეების მიერ დაფუძნდა და მას მხარს უჭერს ისეთი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუციები, როგორიცაა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ამერიკის საელჩო, ამერიკის მშვიდობის კორპუსი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, PH International; IWA და ბევრი სხვა.

გაიგეთ მეტი კონკურსის შესახებ აქ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი