ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე პროკურატურამ კიდევ ერთი პირი დააკავა

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე პროკურატურამ კიდევ ერთი პირი დააკავა

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე პროკურატურამ კიდევ ერთი პირი დააკავა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრ პროკურატურაში განუცხადეს, მისი აყვანა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მოხდა.

უწყების განმარტებით, დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოს უკვე მიმართეს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პრატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

თბილისში საზარელი მკვლელობა 19 ოქტომბერს მოხდა. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირსა და აღნიშნული დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 1 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ნოემბერს შეეფარდათ. გამოძიების ინფორმაციით, სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყოჩიაშვილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს.

ბრალდებულების საქმე სასამართლო განხილვებისას რამდენიმე ეპიზოდად გაიყო. არასრულწლოვანის საქმეს სასამართლო ცალკე, ბექა შენგელიასა და ირმა ყოჩიაშვილის საქმე ცალკე, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული ორი პირის საქმეს სასამართლო ცალ-ცალკე დახურულ რეჟიმში განიხილავს.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი