კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:55 / 23-03-2017
რა ვიცით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაზე - სათვალთვალო კამერის კადრები და შემთხვევის თვითმხილველების ნაამბობი
PALITRAVIDEO-მ და AMBEBI.GE-მ მოიპოვეს სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი, რომელზეც 22 მარტს აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიაა ასახული. სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრების მიხედვით შესაძლებელია მაქსიმალურად აღვადგინოთ მომხდარი ავარიის სურათი.

ავარიის სურათი
22 მარტი. დილის 08:15 საათი. დედა-შვილი გაჩერებაზე მიდის, ისინი იქვე ცხოვრობენ, ე.წ ვაშლიჯვრის დევნილთა დასახლებაში. ქალს მცირეწლოვანი შვილი სკოლაში მიჰყავს. "ემბავუდისა" და "ელიტ ელექტრონიქსის" მიმდებარედ გაჩერების აღმნიშვნელი ბოძი - "გაჩერება მოთხოვნით" დგას, სადაც არ არის მოწყობილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ისე როგორც სხვა გაჩერებებზე. დედა-შვილი სწორედ ამ გაჩერების ბოძთან, ტროტუარზე ჩერდება. მალევე ვითარდება საბედისწერო მოვლენები...

იხილეთ ვიდეო, რომელშიც გუშინდელი საზარელი ავარიის მომენტი ჩანს - სათვალთვალო კამერის ჩანაწერი (+18)

კადრები სათვალთვალო კამერიდან



თვითმხილველების ნაამბობით ირკვევა, რომ აღმაშენებლის ხეივანში, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა, სავარაუდოდ BMW E60 მარკის ავტომობილი მძღოლის მხრიდან ეჯახება მის წინ მიმავალ BMW E36-ის მარკის მანქანას. ეს უკანასკნელი დაჯახების შედეგად კარგავს მოძრაობის მიმართულებას, გადადის გზის სავალი ნაწილიდან, ინერციით ადის ტროტუარზე, ეჯახება გაჩერების ბოძს და დედა-შვილს. როგორც თვითმხილველები ყვებიან, შეჯახების შედეგად, ბოძი მოწყდა ადგილიდან და გოგონას დაეცა თავზე.




დაღუპული გოგონა და დაშავებული ქალი
მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა. 9 წლის გოგონა ადგილზე დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, მას თავში სავარაუდოდ გაჩერების აღმნიშვნელი ბოძი მოხვდა.

ავარიის დროს დაშავებული 45 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ "პაციენტი საავადმყოფოში შეყვანის წუთიდან მართვით სუნთქვაზე და მედიკამენტოზურ ძილში იმყოფება". დედა ამ დრომდე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია.


ავარიაში მონაწილე მძღოლები
ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ორივე BMW-ს ახალგაზრდა მამაკაცები მართავდნენ. როგორც თვითმხილველები ყვებიან, როცა მანქანიდან გადმოვიდნენ, ორივე მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო. თვითმხილველების თქმით, მძღოლებს დაზიანებები არ ჰქონიათ:

"ვცდილობდით მანქანიდან ამოგვეყვანა ერთ-ერთი მძღოლი, რომლის BMW-ც შეეჯახა ბოძს და დედა-შვილს. ამ მძღოლს მცირეოდენი დაზიანება ჰქონდა, სერიოზული არაფერი. მეორე მძღოლი დაშავებული არ იყო. პოლიცია რომ მოვიდა, ორივე ექსპერტიზაზე გადაიყვანეს" - გვიყვება თვითმხილველი, რომელიც ავარიის მომენტს შეესწრო.


თვითმხილველები
როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველმა ვალერი ვარნეჩოვმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, 11 წლის გოგონა დედასთან ერთად გაჩერებაზე იდგა, როცა მანქანა ჯერ განათების ბოძს, შემდეგ კი მათ დაეჯახა. მისივე თქმით, გოგონას თავში სავარაუდოდ, გაჩერების ბოძის დეტალი მოხვდა.

"შეჯახების ხმაზე მოვტრიალდი და დავინახე ქალი დავარდა. გავიქეცი გაჩერებისკენ. 4 წელი "ემბავუდში" ვმუშაობ და ყველას ვიცნობ ვინ დგება გაჩერებასთან. ვიცანი ეს ბავშვი და დედამისი, გოგონას ხან დედა ატარებდა, ხან ძმა, ხან მამა, ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. შოკში ჩავვარდი. ისეთი სურათი ვნახე, რომ ბავშვთან ვეღარ მივედი. შევხედე, რომ ბოძის დეტალი მოხვდა ბავშვს თავში. ვეღარც დედამისთან მივედი, ცუდად გავხდი ისეთი მდგომარეობა იყო... 9-10 წუთში სასწრაფო მოვიდა, ქალი იწვა გაუნძრევლად და გარდაცვლილი გვეგონა, რომ მივუახლოვდი, დავინახე, კაბას ისწორებდა. ქალი გადარჩა... გოგონას ჩანთა, მობილური ავიღე, მტვერში მოსვრილი იყო და ყველაფერი პატრულს მივეცი", - აღნიშნა ვალერი ვარნეჩოვმა.

კიდევ ერთი
You must have Flash Player installed in order to see this player.
თვითმხილველი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ავარიის შემდგომ დეტალებს იხსენებს:

"ადგილზე რომ მივედი, დედა-შვილი სისხლში და მტვერში იყო ამოსვრილი. ისეთი საშინელი სურათი დაგვხვდა, არც მიფიქრია თუ რომელიმე ცოცხალი იქნებოდა. ამ მომენტში დავინახეთ, რომ ქალმა ხელი აწია და მივხვდით, რომ გადარჩა. მომენტალურად გაჩერდა მოძრაობა ირგვლივ, ყველა სასწრაფოში რეკავდა და ცდილობდა დაშავებულებისთვის პირველადი დახმარება აღმოეჩინა. ასევე ვცდილობდით მანქანიდან ამოგვეყვანა ერთ-ერთი მძღოლი, რომლის BMW-ც შეეჯახა ბოძს და დედა-შვილს. ამ მძღოლს მცირეოდენი დაზიანება ჰქონდა, სერიოზული არაფერი. მეორე მძღოლი დაშავებული არ იყო. პოლიცია რომ მოვიდა, ორივე ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. სასწრაფო მალევე მოვიდა. მაშინვე დაადასტურეს, რომ გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ქალი სასწრაფოთი გადაიყვანეს საავადმყოფოში", - ამბობს თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის, ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 1 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ნინო ხოზრევანიძე, ნიკა საჯაია
AMBEBI.GE;  PALITRAVIDEO.GE

21:12 / 02-04-2017
ეს იყო უბედური შემთხვევა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ის პატარა, მეცოდება ძაან., მძღოლიც მეცოდება, უნებლიედ მკვლელი გახდა, . . . რამდენი ადამიანი გამწარდა, საცოდავები. . . არ ვიცი, გვეშველება რამე???? ავარიები და სიკვდილი . . . . ... დაუსრულებლად.
NINI
02:40 / 27-03-2017
ჰოდა ტვინი რისტვის გვაკვს ადამიანებს რომ ვიაზროვნოტ... უკნიდან დამრტყმელი არის სწორედ დამნაშავე ... და ეხლა რა აზრი აკვს საკმის ასეტ გარჩევას?? მტავარი ის არის რომ კალაკში ბევრი ტავში ავარდნილი ლაწირაკი დააკროლებს მანკანას და მარიაჟობს გოიმივიტ!!! და ეს მარიაჟობა და აბსოლუტური დაუდევრობა იწირავს უამრავი ადამიანის სიცოცხლეს!

კანონი არის გასამკაცრებელი, პოლიციელებს მარტო პორმები კი არ უნდა ეცვატ კანონებს იცავდნენ და აკონტროლებდენე, მაგრამ ვინ მისცემტ მატ უპლებებს რომ პარლამეტარი შვილები და პულინი ადამიანები დააჯარიმონ ან ჩამოარტვან მარტვის უპლება?? საკარტველო ხომ სახელმწიპო არ არის ??? ეს არის ბანანის რესპუბლიკა ტავისი მმარტველებიტ . ამ კვეყანას მმარტავენ ერპიროვნულად გარედან მიტიტებებიტ,ამიტომ სულ რომ გაწყდეს კარტველი ერი და გადაჯისდეს, სწორედაც რომ ეს უნდატ უცხო ტომელ მმარტველებს, რომ ეს სანუკვარი მიწა დაისაკუტრონ.
123 -s
მსგავსი სიახლეები
"ძმას უთქვამს, - 13 წელი ვნატრობდი და მყოლოდა, 8 წელი ერთად ბედნიერად ვიცხოვრეთ და ერთ წამში მომიკლესო"
"ბრალდებულს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი"
+VIDEO არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეც, ვინაიდან თორნიკე ტ. ხშირად არვევევს მოძრაობის წესებს
+VIDEO 11 წლის მარიამი, დედასთან, მამასთან და უფროს ძმასთან ერთად, ვაშლიჯვრის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა
გუშინ 56 წლის ქალს და მის 11 წლის შვილს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა
"მე ვფიქრობ, საკმაოდ გასამკაცრებელი არის სანქციები დამრღვევი მძღოლების მიმართ"
"დევივით ძმა, მიწაზე გართხმული, აბღავლებული, სანუგეშო სიტყვას, რომ ვერავინ უბედავს..."
"მისიგნალებდა რომ გამეტარებინა წესების დარღვევით... ვაკე-საბურთალოს გზაზე მანქანა გავაჩერე, გადმოვედი და ვლანძღე"
+VIDEO მოძრაობა პარალიზებულია თითქმის აღმაშენებლის ძეგლამდე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:24 / 30-04-2017  Image თბილისში, ზესტაფონის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
"ვისაც საჭიროება ექნება, რომ დავაკმაყოფილოთ დროებითი ფართით, გამგეობა ამას უზრუნველყოფს"
13:37 / 30-04-2017  Image ბრძოლებში დაბადებული ჯარის ისტორია - ქართული შეიარაღებული ძალები 26 წლისაა!
1992 წელს ფორმები რომ დაგვირიგეს, ჯერ ეროვნული არ გვქონდა, ისევ საბჭოთა გვერგო
16:21 / 30-04-2017  Image ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დაქორწინდა - პატარძლის გრანდიოზული კაბა და კადრები ქორწილიდან
წვეულების ბოლოს წყვილმა 7-სართულიანი ტორტი გაჭრა
12:29 / 30-04-2017  Image საბჭოს მოედანზე ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა
დაშავებულს მრავლობითი ტრავმები აღენიშნება
19:40 / 30-04-2017  Image მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში კიდევ ერთი ასწლოვანი ტიტა გადააქვთ
აჭარიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში 10-ზე მეტი მრავალწლოვანი ხის გადატანა განხორციელდა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49