"არის ასეთი ქალაქი და ჰყავს ასეთი "მერი" - ხეების დასარგავად ამოთხრილი და ამოვსებული ორმოები თბილისის ერთ-ერთ ბაღში

"არის ასეთი ქალაქი და ჰყავს ასეთი "მერი" - ხეების დასარგავად ამოთხრილი და ამოვსებული ორმოები თბილისის ერთ-ერთ ბაღში

არასამთავრობო ორგანიზაცია "მონიტორინგის ცეტრი-მედიატორის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ ბაღში 300 ორმო ამოთხარეს, რომ თბილისის მერს დავით ნარმანიას ბაღში ვიზიტის დროს ხეები დაერგო. თუმცა, ხაბეიშვილის ინფორმაციით, კურიოზული ფაქტი მოხდა - მერი ბაღში არ მივიდა, ამიტომ, ამოთხრილი ორმოების ხელახლა ამოვსება მოუხდათ. ამის შესახებ "მედიატორის" დამფუძნებელი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

"169-ე ბაღში დარეკეს, ნარმანია მოდისო და ხეები დავრგოთო. ამოთხარეს 300-მდე ორმო. აღმოჩნდა, რომ "კოკელი" სხვა ბაღში მიდიოდა ანუ შეეშალათ. ამის შემდეგ, "მუშას" დაავალეს, რომ ორმოები ამოევსო. არის ასეთი ქალაქი და ჰყავს ასეთი "მერი" - წერს ლევან ხაბეიშვილი და სოციალურ ქსელში ფოტოებსაც აქვეყნებს, რომლებზეც ამოთხრილი და შემდეგ ამოვსებული ორმოებია გადაღებული.

ნამდვილად იგეგმებოდა თუ არა დავით ნარმანიას ვიზიტი აღნიშნულ ბაღში, ამის გადამოწმება მერიის პრესსამსახურში ვცადეთ. როგორც მერიაში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, დავით ნარმანიას ვიზიტი არცერთ ბაგა-ბაღში არ ჰქონია, შესაბამისად, უწყება ნერგებისთვის ორმოების ამოთხრის შესახებ ინფორმაციასაც არ ადასტურებს.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი