სასამართლომ ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო და ტელეკომპანიას მისთვის 30 000 ლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა

სასამართლომ ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო და ტელეკომპანიას მისთვის 30 000 ლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოაცხადა.

როგორც მიშველაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სასამართლომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისთვის კომპენსაციის სახით 30 000 ლარის გადახდა დააკისრა.

”სასამართლომ ძალიან მაგარი გადაწყვეტილება მიიღო. ყველაზე მთავარი, რაც იყო ამ სარჩელში, ეხებოდა იმას, რომ უკანონოდ მოხდა ჩემი გათავისუფლება. ეს აღიარა და ეს დაადგინა სასამართლომ. შრომითი ხელშეკრულების დარღვევა მოხდა და გადაწყვეტილება იყო უკანონო, რაც სასამართლომ დაადასტურა. არ მოხდება ჩემი აღდგენა, თუმცა მე მივიღებ კომპენსაციას”, - განაცხადა მიშველაძემ.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეკა მიშველაძე სამსახურიდან 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება მან სასამართლოში გაასაჩივრა. მიშველაძის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატები იცავდნენ.

იხილეთ ვიდეო: "ცრემლები ვერ შევიკავე" - საზოგადოებრივ მაუწყებლს ეკა მიშველაძისთვის 30 000 ლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი