გაიცანით ქართველი სტუდენტი, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში ყველაზე მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა

გაიცანით ქართველი სტუდენტი, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში ყველაზე მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა

ნიუ-იორკში, ჰემპსტიდში მდებარე Hofstra University-ის საუნივერსიტეტო ქალაქში ქართველ გოგონას სტუდენტისთვის ყველაზე მაღალი თანამდებობა მისცეს - მეგან ყურაშვილი საუნივერსიტეტო ქალაქში მთავარი მენეჯერია. ტერიტორიაზე შესვლა საშვებით ხდება, მეგანი მეთვალყურეობს დისციპლინას საუნივერსიტეტო ქალაქში და საკუთარი კაბინეტიც კი აქვს. ახალგაზრდა ქართველმა გოგონამ, უკვე გამოიჩინა თავი, როგორც კარგმა მენეჯერმა.

"ყველაზე დიდი წარმატება რასაც უნივერსიტეტში მივაღწიე, ჩემი სამსახურია. პროგრამის სტუდენტ-კოორდინატორი ვარ. ეს პოზიცია ყველაზე მაღალია, სადაც სტუდენტს შეუძლია მუშაობა"... - გვეუბნება მეგანი და დატვირთული რეჟიმის მიუხედავად ინტერვიუზე გვთანხმდება...

- როდის გაემგზავრეთ ამერიკაში, რა საგნებით იყავით ბავშვობაში გატაცებული?

- მეათე კლასში ვიყავი როცა ამერიკაში ჩამოვედი და Oyster Bay High School-ში დავიწყე სწავლა, რომელიც სამ წელში წარმატებით დავამთავრე. პატარა რომ ვიყავი ყველაზე მეტად ენების სწავლა მიტაცებდა... 2 წლის ვიყავი, როდესაც 80 სიტყვა ვიცოდი ინგლისურად და 6 წლისას რუსულად კითხვა შემეძლო. ამჯერად 3 ენაზე ვლაპარაკობ, ქართულის გარდა: რუსულად, ინგლისურად და ესპანურად.

- რატომ გადაწყვიტეთ საქართველოდან წასვლა?

- ამერიკაში ჩამოვედი 2011 წლის სექტემბერში, როდესაც მეათე კლასში ვიყავი. უნივერსიტეტში ჩაბარება მინდოდა. ასევე ჩემს ოჯახთან რომ ვყოფილიყავი ახლოს, რადგან დეიდა, დეიდაშვილები და დედაც აქ მყავს. ოჯახი და განათლება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია... უნივერსიტეტში 2014 წლის მაისში ჩავაბარე Hofstra University-ში, სწავლა ოფიციალურად დავიწყე 2014 წლის სექტემბერში და დღეს მესამე კურსზე ვარ. იურიდიულზე ვსწავლობ და როცა ოთხ წელს დავამთავრებ, ჩავაბარებ იურიდიულ სკოლაში, რომ ავიღო დიპლომი წოდებით Judicial Doctorate.

- რამდენად რთულია იყოთ პრესტიჟული უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი?

- უნივერსიტეტი საკმაოდ კონკურენტულია და სწავლაც რთული, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ხშირად ღამეებს ვათენებ, დავალებები დროულად რომ მოვასწრო. საკმაოდ დაკავებული ცხრილი მაქვს ყოველდღიურად ლექციებით, სამსახურით... ამასთან უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის თანაშემწე ვარ. საკმაოდ ბევრ დროს ვუთმობ მეცადინეობას და უმეტესად შაბათ-კვირას მიწევს "საქმის წინ წაგდება".

- გვიამბეთ იმ მთავარ წარმატებაზე, რომელსაც უნივერსიტეტში მიაღწიეთ...

- პირველი კურსიდან ერთ-ერთი იურიდიული ჯგუფის Phi Alpha Delta-ს წევრი ვარ. დახმარებას ვუწევთ საზოგადოებას, ვცდილობთ ფინანსები მოვაგროვოთ ფონდებში, რომ დავეხმაროთ. განსაკუთრებული შანსი მომეცა წელს - ვაშინგტონში ვიყავი კონფერენციაზე, სადაც თითქმის ყველა უნივერსიტეტის იურიდიული კურსის სტუდენტები იყვნენ. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო.

- როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება?

- დღე იწყება დილის 7 საათზე... ვმუშაობ დილის 8 საათიდან 11 საათამდე. შემდეგ სავარჯიშოდ მივდივარ და მერე ვიწყებ ლექციებს. ლექციების შემდეგ ისევ სამსახური მაქვს ორი ან ოთხი საათით, მერე კი მივდივარ ბიბლიოთეკაში დავალებები რომ შევასრულო შემდეგი დღისთვის. ყოველი დღე განსხვავდება ლექციებით და სამსახურის საათებით, მაგრამ დატვირთვა ყოველთვის ერთნაირად არის.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და რამდენად უკავშირდება საქართველოს?

- ჩემი სამომავლო გეგმებია, დავამთავრო იურიდიული სკოლა და ავიღო დოქტორის წოდება. მინდა რომ წარმატებული ბიზნეს ადვოკატი გავხდე და სამომავლოდ ასევე ვგეგმავ საკუთარი იურიდიული ფირმა გავხსნა. ამ ეტაპზე არ ვიცი რამდენად დავბრუნდები საქართველოში საცხოვრებლად, მაგრამ აუცილებლად ვაპირებ რომ ჩამოვიდე, ვესტუმრო და დავეხმარო ჩემს ქვეყანას როგორც შევძლებ.

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი