ერთ დღეს ცივი "ლა" თბილი "სი"-თ შეაზავა და მშობლიურ ქალაქს ნოტებით გამოუტყდა სიყვარულში. მუსიკა ყოველთვის იყო მის ცხოვრებაში... ახლაც ასეა: დათო ევგენიძე დღესაც ჰანგებით ეკონტაქტება ადამიანებს, ფიქრებს, ოცნებებსა თუ მოგონებებს... რუბრიკაში "ცხოვრების გზა", ცნობილი კომპოზიტორი, თავისი ბიოგრაფიის რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდზე გვესაუბრება.
- საკუთარ თავზე არასდროს მიფიქრია, მეტწილად - საყვარელ ადამიანებზე მეფიქრება. ბავშვობიდან ასეთი ვარ... ცელქი, მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, თუმცა არა - უზრდელი. მასწავლებლები გვერდზე მიყენებდნენ, რომ გაკვეთილის ახსნის დროს მათთვის ხელი არ შემეშალა. მე-7 კლასამდე სკოლაში ვსწავლობდი, მერე მუსიკალურ ათწლედში გადავედი. კარგად ვსწავლობდი იმ საგნებს, რომლებიც მიყვარდა და მაინტერესებდა. ასეთი იყო: ისტორია, ქართული, ფიზიკა. მიუხედავად იმისა, რომ დედა ქიმიკოსი გახლავთ, აქამდე არასდროს მაინტერესებდა ეს საგანი. ახლა დამაინტერესა, რადგან მივხვდი - სიყვარულიც ქიმიაა.
მუსიკა სულ იყო და არის ჩემთან ერთად. ძალიან პატარა ვიყავი, მუსიკის წერა რომ დავიწყე. 4-5 წლისას მუზა რომ მომდიოდა, ღამით ვდგებოდი და ვუკრავდი. მამა ნერვიულობდა, დედას ეუბნებოდა, - ფსიქიატრთან მივიყვანოთ, ეს ბავშვი არ არის კარგადო. 6 წლისა მიმიყვანეს სანდრო მირიანაშვილთან. უფრო სწორად, მე კი არა, ჩემი და მიიყვანეს და მას ვახლდი, როგორც აკომპანიატორი, რადგან ჩემს დაწერილ სიმღერას მღეროდა. ეს სიმღერა შემდეგში გაზეთ "თბილისში" დაიბეჭდა, ბატონი სანდროს ინიციატივით. ჩემი პირველი მასწავლებელი სანდრო იყო... განაგრძეთ კითხვა