როგორ გახდა 30 წლის ირაკლი ჯიბლაძე ავსტრიის უმსხვილეს საბანკო ჯგუფის თანამშრომელი

როგორ გახდა 30 წლის ირაკლი ჯიბლაძე ავსტრიის უმსხვილეს საბანკო ჯგუფის თანამშრომელი

30 წლის ირაკლი ჯიბლაძე ერთადერთი ქართველია, რომელიც ავსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს საბანკო ჯგუფში Erste Bank-შია დასაქმებული. როგორც მან "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ბანკში რამდენიმე თვის წინ დაიწყო მუშაობა.

"2016 წლის გაზაფხულზე გავგზავნე აპლიკაცია, რომელიც რეზიუმეს და სამოტივაციო წერილს მოიცავდა. ამის შემდეგ მქონდა ორი საკმაოდ ხანგრძლივი გასაუბრება, ერთი სატელეფონო და მეორე ვიდეო ჩართვით შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან. ივლისში კი ოფიციალური მოწვევა მივიღე", - ამბობს ირაკლი ჯიბლაძე, რომელიც ავსტრიულ ბანკში რისკების მართვის მიმართულებით, კერძოდ, Group Risk Data and Reporting-ის დეპარტამენტში მუშაობს.

ირაკლი ჯიბლაძისთვის ეს საზღვარგარეთ მუშაობის პირველი გამოცდილებაა.

"ამჟამად ბანკში დიდი პროექტი მიმდინარეობს, რომელიც ჯგუფის წევრ ყველა ბანკში მონაცემთა მართვის სისტემების დახვეწასა და გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ჩემი ძირითადი მოვალეობებიც ახალი რეპორტების შექმნასა და დანერგვას, არსებული სისტემების გაუმჯობესებას და სხვა მსგავს საკითხებს უკავშირდება", - ამბობს ირაკლი ჯიბლაძე.. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი