პატრიარქი - არის ისტორიული თარიღები, რომელიც აღემატება თავის მნიშვნელობას, ასეთი ზეთარიღია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია

პატრიარქი - არის ისტორიული თარიღები, რომელიც აღემატება თავის მნიშვნელობას, ასეთი ზეთარიღია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია

არის ისტორიული თარიღები, რომელიც აღემატება თავის მნიშვნელობას. აი, ასეთი ზეთარიღია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.

"არის ისტორიული მოვლენები, ისტორიული თარიღები, რომელნიც აღემატებიან თავის მნიშვნელობას; აღემატებიან როგორც ისტორიულ მოვლენას. აი, ასეთი ზეთარიღი, ზეისტორიული თარიღი არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. საქართველოს ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია მე-5 საუკუნეში. დიდი ღვაწლი, დიდი შრომა გასწია მეფე ვახტანგ გორგასალმა, როცა იერუსალიმის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დადგენილი იყო პირველი კათალიკოსი პეტრე. რა იქნებოდა საქართველო, რომ არ გვქონოდა ჩვენ ავტოკეფალია?! ძალიან ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ წყალობა ღვთისა და მადლმა ღვთისამ ინება და საქართველოს მიეცა ავტოკეფალია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალმა ინება ავტოკეფალიის დადგენა საქართველოში. ტაძრები, რომლებიც აშენდა, წიგნები, რომლებიც დაიწერა, კულტურა, რომელიც შეიქმნა ქრისტიანულ ნიადაგზე - ყველაფერი ავტოკეფალიის შედეგია და გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენას. იგი იყო გაუქმებული და აღდგენილი 100 წლის წინ. ჩვენ თავს ვიხრით კირიონის წინაშე, ლეონიდეს წინაშე, კალისტრატეს წინაშე, ანტონ გიორგაძის წინაშე და სხვათა წინაშე, რომელთაც დიდი ღვაწლით, დიდი შრომით აღადგინეს 100 წლის წინ ავტოკეფალია", - განაცხადა პატრიარქმა.

მისი უწმინდესობის თქმით, ის აღავლენს პანაშვიდს ყველა წინაპარისთვის, ვინც "ერისთვის, ქვეყნისათვის და ეკლესიისთვის" იღვაწა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი