გარემოვაჭრეებსა და "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

გარემოვაჭრეებსა და "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

გარემოვაჭრეთა აქციაზე "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მივიდნენ, რასაც შელაპარაკება მოყვა. ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ასევე შეკითხვით მიმართეს აქციაზე მყოფ "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელს ლაშა ჩხარტიშვილს, თუ რა შედეგი გამოიღო და რა აზრი ჰქონდა "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების მხარდამჭერ აქციებს. ლაშა ჩხარტიშვილმა მათ უპასუხა, რომ აქციები კიდევ არის საჭირო.

როგორც "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც "ბავშვთა სამყაროს" შენობა დაიწვა, მას სურდა, ვაჭრობა გარეთ გაეგრძელებინა, თუმცა, გარემოვაჭრეებმა 500 ლარი მოსთხოვეს.

აღნიშნულ ფაქტს გარემოვაჭრეები უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი გარეთ ვაჭრობაში ფულს არავის სთხოვენ.

"ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეთა აქცია გაიმართა. ისინი ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ. მათ წუხელ ღამე ქუჩაში გაათენეს.

იხილეთ ვიდეო: "ეს გარემოვაჭრეები მოგვაშორეთ, ეს სოფლიდან ჩამოთრეულებიო" - დაპირისპირება გარემოვაჭრეებსა და "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებს შორის

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი