ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ დაკავებული სამი პირიდან ერთმა შიმშილობა დაიწყო

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ დაკავებული სამი პირიდან ერთმა შიმშილობა დაიწყო

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციალა ქათამიძემ ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. იგი ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წესით დაკავებულ სამ პირს შეხვდა.

როგორც ციალა ქათამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებულებმა მასთან საუბრისას აღნიშნეს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ერთ-ერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

"სამივე დაკავებულს შევხვდი და გავესაუბრე. მათ განაცხდეს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა შიმშილი დაიწყო, რომლიც თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. იგი ერთხელ იყო დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე და 5-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. აღნიშნულ პირს პრეტენზიები აქვს გამოძიებასთან", - აცხადებს ციალა ქათამიძე.

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის წესით, წუხელ სამი პირი დააკავეს. რამდენიმე დღის წინ კი, იგივე ბრალდებით 15 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი