"ნებულა: სუპერნოვა" - პროექტი, რომელიც ათასობით აბიტურიენტს მომზადებაში უფასოდ დაეხმარება

"ნებულა: სუპერნოვა" - პროექტი, რომელიც ათასობით აბიტურიენტს მომზადებაში უფასოდ დაეხმარება

"ნებულა: სუპერნოვა" - ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელიც 25 მარტიდან ათასობით აბიტურიენტს მომზადებაში უფასოდ დაეხმარება. აღნიშნულთან დაკავშირებით აბიტურიენტებისთვის პრეზენტაციაც გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ონლაინ-კურსების პლატფორმა "ნებულა" პროექტის ფარგლებში, 30 ინდივიდუალურ და 6 გუნდურ ოლიმპიადას, ასევე, 7 საჯარო ლექციას გამართავს. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადებსა და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ აბიტურიენტს შეუძლია. ამისთვის მათ ონლაინ რეგისტრაცია "ნებულას" ვებგვერდზე უნდა გაიარონ. თითოეულ ოლიმპიადაში მონაწილეობას 100 აბიტურიენტი მიიღებს.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბრისას "ნებულას" აღმასრულებელმა დირექტორმა სანდრო დოლიძემ განაცხადა, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, აბიტურიენტებმა ნაყოფიერად გამოიყენონ ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი და პროექტის დახმარებით წარმატებით გადალახონ ბარიერი.

"პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემეცნებითი ლექციები და სემინარები ეროვნული გამოცდების სპეციფიკასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე. თითოეული ოლიმპიადის შემდეგ კი დაგეგმილია ნახევარსაათიანი დისკუსია, რომლის ფარგლებშიც სპიკერები ამოცანებსა და მათ ამოხსნებზე იმსჯელებენ. ჩვენ გვინდა, აბიტურიენტებმა გამოცდებამდე დარჩენილიპერიოდი მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენონ. ჩვენი პროექტი არის გარანტირებული გზა იმისა, რომ ისინი ეროვნულ გამოცდებს სათანადოდ მომზადებულები შეხვდებიან," - აცხადებს სანდრო დოლიძე.

პროექტის დამაგვირგვინებელი ეტაპი სუპერფინალია, რომლის გამარჯვებულიც უამრავი საინტერესო პრიზით დაჯილდოვდება. ოლიმპიადების მასპინძელი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის რექტორის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მაქსიმალურად დაეხმარება მსურველ აბიტურიენტებს გახდნენ წარმატებული სტუდენტები.

"ახლა საკმაოდ რთული პერიოდია, ბევრი აბიტურიენტი ნერვიულობს. იწყება საგამოცდო პერიოდი და ჩვენი უნივერსიტეტი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს დახმარებას და კონსულტაციის გაწევას, რათა მეტი ცოდნა მიიღოს. ჩვენი სურვილია იყოს ბევრი აბიტურიენტი, რომელიც წარმატებით გადალახავს ბარიერს და გახდება წარმატებული სტუდენტი. ჩვენ ამ მხრივ მათ მაქსიმალურად დავეხმარებით", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

პროექტთან დაკავშირებით AMBEBI.GE პრეზენტაციაზე მყოფ აბიტურიენტებსაც გაესაუბრა. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ "ნებულა: სუპერნოვას" დახმარებით, ეროვნულ გამოცდებს თავს ადვილად გაართმევენ.

"მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია. ბევრს არ აქვს შესაძლებლობა მოემზადოს და ისე გავიდეს გამოცდებზე, ერთ-ერთი რამაც მომხიბლა სწორედ ის არის, რომ პროექტში ჩართვა უფასოდ არის შესაძლებელი. საინტერესო პრეზენტაცია იყო და იმედოვნებ, პროექტით გათვალისწინებული ოლიმპიადებისა და ლექციების მეშვეობით ეროვნული გამოცდების ჩაბარება გამიადვილდება", - აცხადებს ერთ-ერთი აბიტურიენტი, ნინო გოლოშვილი.

პროექტის "ნებულა: სუპერნოვა" პრეზემტაციაზე შეკრებილ აუდიტორიას, სიტყვით მიმართეს "ნებულას" აღმასრულებელმა დირექტორმა სანდრო დოლიძემ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა და "ფაბრიკას" მენეჯერმა ანა სვანიძემ. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი