"საკუთარ გულისცემას მუდმივად ვუსმენ" - მოდელი, რომელსაც შეცდომების არ ეშინია

"საკუთარ გულისცემას მუდმივად ვუსმენ" - მოდელი, რომელსაც შეცდომების არ ეშინია

"მძულს ტყუილი, ღალატი, ორპირობა, ჭორაობა... ვარ ერთგული... არ მეშინია შეცდომების და არასდროს ვაიძულებ საკუთარ თავს ვაკეთო ის, რაც არ მომწონს", - მითხრა, მოდელმა თაკო ნატროშვილმა, რომელიც ბავშვობაში თურმე, ნაყინის გამყიდველობაზე ოცნებობდა.

- თუ ცხოვრება ასეთი ხანმოკლეა, რატომ ვაიძულებთ თავს ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს?

- ეს იძულება კი არა, ვალდებულებაა, თანაც - სასიამოვნო. მაგალითად, დედებს გვიჭირს თვეობით ღამეების თენება ჩვენი პატარებისთვის, მაგრამ ხომ ვაკეთებთ ამას მათივე მომავლისთვის?! ან სამსახურში ზოგჯერ, რუტინულ სამუშაოს ვასრულებთ კარიერული წინსვლისთვის! მაგრამ თუ ვხვდები, რომ ჩემს საქმიანობას არავისთვის მოაქვს სარგებელი, რაც არ მომწონს, იმას აღარ გავაკეთებ.

- როგორ ფიქრობ, ასაკის შესაბამისად გამოიყურები?

- ალბათ, 3-4 წლით ახალგაზრდულად გამოვიყურები (იღიმის). ადამიანს, წლების მატებასთან ერთად, უმძაფრდება სურვილი, შეინარჩუნოს ახალგაზრდობა, სილამაზე. მეც ასე ვარ და ეს ნორმალურია. ისე, ასაკის კომპლექსი არ მაქვს - მალე 34 წლის გავხდები.

- წარუმატებლობა გიგემია?

- თუ წარუმატებლობას არ გამოცდი, ვერასოდეს მიაღწევ წარმატებას! - ამას პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით. რა თქმა უნდა, რთულია მოითმინო წარუმატებლობა და სჯობს, არასოდეს გამოცადო, მაგრამ თან, ცხოვრების ინტერესიც ეს არის. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა.

- რომ მოგეცეს შანსი, შენს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი დეტალი შეცვალო, რას შეცვლიდი?

- წარმოდგენა არ მაქვს... ალბათ, არაფერს შევცვლიდი! ჩემი "პლუსებიც" მიყვარს და "მინუსებიც". სხვა შემთხვევაში, მე მე არ ვიქნებოდი...

- შენ აკეთებ იმას, რისიც გჯერა, თუ ცდილობ, დაიჯერო იმის, რასაც აკეთებ?

- გააჩნია, რას ვაკეთებ. თუ ვაკეთებ იმას, რისიც ბოლომდე მჯერა, გამომდის კიდეც. ხშირად ხდება ისე, რომ ცხოვრება გვთავაზობს კონკრეტულ ქმედებას. ამ დროს ვცდილობ, დავიჯერო საკუთარი მოქმედების წარმატება და უფრო თავდაჯერებული ვიყო. ყველაფერი მაინც, საკუთარი ხედვისა და ზოგადი ანალიზის განსაზღვრაზეა დამოკიდებული.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი