"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ

"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ

"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მთავრობისგან მოითხოვენ, ერთჯერად დახმარებას 5 000 ლარის ოდენობით, ბანკებისგან სესხებზე პროცენტის გადასახადის ერთი წლით გადავადებას, ხოლო საქართველოს მთავრობისგან - დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი საპროტესტო აქციები მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. "ჩვენი თხოვნა არის პირველადი დახმარების სახით 5 000 ლარის გამოყოფა თითოეული დაზარალებულისათვის. ჩვენთვის შემოთავაზებული 3000 ლარი არ არის საკმარისი და ვფიქრობ, 5 000 ლარი მეტნაკლებად გონივრული თანხაა. გარდა ამისა, ჩვენი თხოვნაა მთავრობამ მოგვანიჭოს დაზარალებულის სტატუსი", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლამზირა სარალიძემ.

საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან "ადვოკატთა ასოციაციის" წარმომადგენლები. დაზარალებულთა ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის თქმით, ისინი მოითხოვენ ასევე იმ პირების დასჯას, ვინც დაზარალებული მოვაჭრეების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფა მოახდინა. აქციის მონაწილეებთან იმყოფებოდა ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, რომელიც დაზარალებულ მოვაჭრეებს დაჰპირდა, რომ მათ საკითხს ბიუროს სხდომაზე დააყენებს და პრობლემის მოგვარებისთვის კომისიის შექმნას მოითხოვს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი