კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:22 / 08-06-2017
რატომ გახშირდა მიწისძვრები საქართველოში და რომელი რეგიონია სეისმურად ყველაზე აქტიური
გუშინ საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით 22კმ-ში მდებარე სოფელ ქვემო ბოდბედან 15 კილომეტრში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,1 მაგნიტუდა შეადგინა. ეს ბოლო 5 თვის მანძილზე დაფქსირებული ყველაზე მაღალი მაგნიტუდაა.

ბოლო 5 თვეში საქართველოში ეს უკვე მეექვსე მიწისძვრაა. ეპიცენტრები ძირითადად სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოში დაფიქსირდა. წინა შემთხვევებში, მიწისძვრების სიმძლავრე შედარებით დაბალი, 3,1 და 3.8 მაგნიტუდა იყო.

საბედნიეროდ, არც ერთ ამ შემთხვევაში მიწისძვრას მსხვერპლი და სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია, თუმცა მოსახლეობის ნაწილი გვარიანად დააფრთხო.

არის თუ არა საშიში გახშირებული მიწისძვრები, სეისმურად რამდენად აქტიურ ზონაშია საქართველო - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ზურა ჯავახიშვილი ესაუბრება.

- საერთო სტატისტიკა რომ ნახოთ, მიწისძვრები გახშირებული არ არის, ასე ხდება ხოლმე და არც საფრთხის შემცველია. ბოლოს მომხდარი მიწისძვრებიდან არცერთი არ ყოფილა ძლიერი. ბიძგები მუდმივად ფიქსირდება, საბედნიეროდ, სუსტი მიწისძვრა უფრო ხშირად ხდება, ძლიერი კი იშვიათად.

- საქართველო სეისმურად როგორ ზონაშია?
- ჩვენი ზონა ითვლება საშუალო სეისმურობის ზონად, ანუ ისეთი ძლიერი და დიდი მიწისძვრები, როგორიც იაპონიაში ან ინდონეზიაში ხდება, ჩვენთან მოსალოდნელი არ არის, მაგრამ საკმაოდ ძლიერი მიწისძვრები ხდება, თუმცა ეს მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. მიწისძვრა ამინდზე და სეზონზე დამოკიდებული არ არის. ზოგადად მიწისძვრები, ვულკანები დაკავშირებულია დედამიწის წიაღში არსებულ სითბოსთან, მოძრაობასთან, რაც შეეხება ამინდსა და კლიმატს, ეს მზის ენერგიით განისაზღვრება, ატმოსფეროში და ჰიდროსფეროში მზის ენერგიის გამო ხდება ამინდის ცვლილება, ხოლო ესენი ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენები არ არის.

- ძირითადად, რა მიზეზით ხდება საქართველოში მიწისძვრა?
- ეს დაკავშირებულია ლითოსფერული ფილების მოძრაობასთან. კონკრეტულად კი იმასთან, რომ არაბეთის ფილა არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მოძრაობს და ეჯახება ევრაზიის ფილას, ჩვენ კი ზუსტად ამ შეჯახების ზოლში ვიმყოფებით. თანამედროვე
ტექნოლოგია დედამიწის ქერქის მოძრაობაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა და სწორედ ამ მოძრაობის გამო ხდება დედამიწის ქერქის დეფორმაცია. მარტივად რომ წარმოიდგინოთ, ხის ტოტი რომ მოხაროთ, ბოლო-ბოლო გადატყდება, დედამიწის ქერქიც ასეა, დეფორმაციას განიცდის, გარკვეულ დონემდე უძლებს, შემდეგ გატყდება და ეს არის მიწისძვრა.

- საქართველოში კონკრეტულად რომელი მხარეა სეისმურად აქტიური?
- სეისმურად აქტიურია ჯავახეთის ზეგანი, ხშირად ხდება მანდ მიწისძვრები და კიდევ უფრო აქტიურია, კავკასიონის ცენტრალური ნაწილი, განსაკუთრებით რაჭა-იმერეთის საზღვარი. 1991 წელს მანდ ძალიან ძლიერი მიწისძვრა მოხდა და იმის მერე ეს უბანი აქტიურია.

- რატომ მაინცდამაინც ეს ადგილები?
- ბუნებრივია ამ ყველაფერს მიზეზი აქვს, მიწისძვრები შემთხვევით არ ხდება და დამოკიდებულია იმ გეოლოგიურ პროცესებზე, რომლებიც მიმდინარეობს კავკასიაში. საერთოდ საქართველოში, რომელიმე კონკრეტული სეისმური რეგიონი არ არის, ყველგან შეიძლება მოხდეს მიწისძვრა, მაგრამ უფრო მეტად აქტიურია კავკასიონის ცენტრალური ნაწილი და ჯავახეთის ზეგანი.

თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE
17:22 / 08-06-2017
ალექს
0
მიწა სირცხვილით იწვის ნაცქოცმოქკავშირს რომ ატარებს სატელიტებიანად და შფოთავს !
ღმერთმა არ ქნას (თუ ქნას ?!) ამირანმააც აიშვას ,ან იმან უჟმურად გაიღვიძოს,ტბაში რომ სძინავს და თან წამოასხან ალგეთის ლეკვები ,ვნახავ მაგათ ბუმბულს გაშლილს გაფანტულს ველადა !
16:29 / 08-06-2017
samwuxarod
15
ღვთისმშობელს საქართველოზე უარი უთქვია.
მსგავსი სიახლეები
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 21:19 საათზე მოხდა
რაც უფრო იზრდება დედამიწის მიწისქვეშეთში ენერგია, ეს შეიძლება ძლიერი მიწისძვრის მიზეზი გახდეს
საქართველოში წუხელ მიწისძვრა მოხდა - რომელ რეგიონში იყო ეპიცენტრი
მიწისძვრა დაახლოებით 15:53 საათზე მოხდა
წაიკითხეთ ყურადღებით და დაიმახსოვრეთ!
"ახლა სოფლის ყველა რწმუნებული და საგანგებო სამსახურები იმყოფებიან ე.წ ჩამოვლაზე"
ბიძგების სიმძლავრემ 5,1 მაგნიტუდა შეადგინა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:22 / 18-08-2017  Image Gem Fest-ზე გარდაცვლილი გოგონას დედა "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს
"მენატრები დეე !!!!!! გვენატრები დედიკუნა...გვენატრები..."
21:27 / 18-08-2017  Image გიორგი სიგუას კომენტარი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ - გამოკითხვის დეტალები
"გაირკვა, რომ არავინ არაფერში ბრალს არ გვდებს და არავინ გვიჩივის"
20:07 / 18-08-2017  Image "ბაჩო ახალაიამ უარი თქვა შემოთავაზებაზე, რომ ბადრაგის თანხლებით მიიყვანონ დედის გასვენებაში" - მიხეილ სააკაშვილი
"ბაჩო ახალაიამ უარი თქვა შემოთავაზებაზე, რომ ბადრაგის თანხლებით მიიყვანონ დედის გასვენებაში" - მიხეილ სააკაშვილი
19:08 / 18-08-2017  Image ჩეჩნეთში 25 წლის მომღერალი დაიკარგა, რომლის სიმღერებიც ჩეჩნური საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო
ჩეჩნეთში ადამიანების გაუჩინარების პროცესი გრძელდება
18:22 / 18-08-2017  Image მუხის კასრი თუ უჟანგავი ფოლადის საღვინე ჭურჭელი? - ორივეს უპირატესობები
ღვინო მუხის არომატებით უფრო მდიდრდება კასრში დავარგების დროს, ვიდრე იგივე კასრში ალკოჰოლური დუღილის ჩატარებისას
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49