"როგორც იქნა გამარჯვება შევძელით" - ვლადიმირ ვაისის კომენტარი საქართველო-ლატვიის ამხანაგური მატჩის შემდეგ

"როგორც იქნა გამარჯვება შევძელით" - ვლადიმირ ვაისის კომენტარი საქართველო-ლატვიის ამხანაგური მატჩის შემდეგ

როგორც იქნა ამდენი ხნის შემდეგ შევძელით გამარჯვება, თან დიდი ანგარიშით, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა.

მისი თქმით, ლატვიასთან ამხანაგურ მატჩში მიღწეული შედეგი სასიხარულო და მისაღებია.

"მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა ამდენი ხნის შემდეგ შევძელით გამარჯვება, თან დიდი ანგარიშით. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ამხანაგური იყო, გამარჯვება სასიხარულოა. პატივს ვცემ ლატვიის ნაკრებს, მაგრამ ეს არ არის სერბეთი, უელსი და ირლანდია, რომლებსაც გაცილებით ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. ჩვენმა ფეხბურთელებმა მოახერხეს კონცენტრაციის შენარჩუნება და წარმატებით თამაში. გამოვყოფდი ანანიძეს, ქვილითაიას და არაბიძეს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმალური შედეგი ვაჩვენით", - განაცხადა ვაისმა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში, "დინამო არენაზე" ლატვია ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ