უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში, რუსეთიდან შემოსვლისას დააკავეს

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში, რუსეთიდან შემოსვლისას დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს, თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველო „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ძებნილი პირი რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსვლისას დააკავეს. ძებნილი უკრაინის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული ი.კ. კიევის ინტერპოლის მიერ 2017 წლის იანვრიდან იძებნებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, ი.კ.-ს ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 191-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ქონების უკანონო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

საქართველოში ვიქტორ იანუკოვიჩის დროინდელი მაღალჩინოსანის, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის იგორ კირიუშინის დაკავების შესახებ ინფორმაცია უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომაც გაავრცელა. როგორც ლუცენკო ”ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, კირიუშინი 90 დღითაა დაკავებული, რათა მისი უკრაინაში ექსტრადირების საკითხი გადაწყდეს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი