ვახტანგ რჩეულიშვილი უგონოდაა: "იცოდა დაავადების შესახებ, თუმცა მეოთხე სტადია რომ ჰქონდა, ვუმალავდით"

ვახტანგ რჩეულიშვილი უგონოდაა: "იცოდა დაავადების შესახებ, თუმცა მეოთხე სტადია რომ ჰქონდა, ვუმალავდით"

"ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში მოათავსეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. როგორც ირკვევა, რჩეულიშვილს ბიოფსიის შედეგად სიმსივნე დაუდგინდა. რჩეულიშვილების ოჯახში შექმნილ ვითარებაზე ჟურნალ "სარკეს" მაია რჩეულიშვილის და, რუსუდან კერვალიშვილი ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ქალბატონო რუსუდან, როგორია ამჟამად ბატონი ვახტანგის მდგომარეობა?

- საერთოდ არ არის კონტაქტური, გათიშულია. ყველაფერი უცებ და მოულოდნელად მოხდა. 19 მარტს, კვირა დღეს, მე, ჩემი შვილი ნინო, ჩემი პატარა შვილიშვილი, მარიტა და ვახტანგი ერთად ვიყავით გუკას ახალდაბადებული ბავშვის სანახავად. ვერ გეტყვით, რომ თავს გადასარევად გრძნობდა, მაგრამ მეორე დღისთვის ემზადებოდა - ეკა ხოფერიას შოუ უნდა ჩაეწერათ. მაიას სანახავად მიდიოდა ციხეში... ციხიდან რომ გამოვიდა, აბსოლუტურად ადეკვატური იყო, კარგად აზროვნებდა. მივიდა ხოფერიასთან, ჩაწერეს ინტერვიუ და როგორც კი გამოვიდა იქიდან, მეტყველება ჰქონდა დარღვეული. უცებ აზროვნებაც დაკარგა, მეხსიერებაც. ახლა კი კონტაქტურიც აღარ არის.

- გონების გათიშვა რამ გამოიწვია? სიმსივნის მეტასტაზებმა ტვინამდე მიაღწია?

- ტვინში არ არის მეტასტაზები. პირველადად რისი სიმსივნეა, არ ვიცი, მაგრამ ლიმფურ ჯირკვლებშია გასული და გვეუბნებიან, რომ ნაწლავსა და ჯორჯალაშიც აქვს. ასეთი ინტოქსიკაცია ალბათ იმიტომ განვითარდა, რომ უკვე მეოთხე სტადიაა. ექიმები ყველანაირად ცდილობენ, დეზინტოქსიკაცია მოხდეს და მდგომარეობიდან გამოვიდეს. კერძო კლინიკაში წევს, პალიატიურ განყოფილებაში.

- მეოთხე სტადიამდე სიმსივნე ისე მივიდა, სიმპტომები არ ეტყობოდა, არაფერი აწუხებდა?

- წელი სტკიოდა ძალიან. 2 მარტი იყო, ეს დიაგნოზი რომ დაუდგინდა. კომპიუტერული ტომოგრაფია გაიკეთა და აჩვენა. შემდეგ გაუკეთდა ბიოფსია, რომელმაც დაადასტურა დიაგნოზი, მაგრამ მისი მდგომარეობა კრიტიკული საერთოდ არ იყო. უბრალოდ, თავს სუსტად გრძნობდა. ბოლო პერიოდში დაღლილობა დაეწყო და ამას წელის ტკივილს უკავშირებდა, წელის ექიმთან დადიოდა. მერე გადასხმების გაკეთება დაუწყეს ონკოლოგიურ განყოფილებაში. გადასხმებზე მარტო დადიოდა, თავისი ფეხით მიდიოდა და მოდიოდა. იცოდა თავისი დაავადების შესახებ, მაგრამ სტადიას და სიმძიმის ხარისხს ვუმალავდით, ყოველთვის აქვთ ადამიანებს შანსი, რომ ქრონიკულად წარიმართოს ასეთი დაავადების პროცესი და სიცოცხლე შეუნარჩუნდეთ.

- ექიმები რას ამბობენ?

- არაფერს გვეუბნებიან და ყველაფერს აკეთებენ. მჯერა, რომ კარგად იქნება. იმედი მაქვს, თავის საქმეს მიიყვანს ბოლომდე და კიდევ შეძლებს, თავის ცოლ-შვილს შეხვდეს...

რუსუდან ადვაძე

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი