"ეს საათი იქ ეგდო, ილია რომ მოკლეს, ხელს არავინ კიდებდა და მე ავიღეო" - რას იხსენებს ქალბატონი, რომელიც ჭავჭავაძის მკვლელობაში ბრალდებულს იცნობდა

"ეს საათი იქ ეგდო, ილია რომ მოკლეს, ხელს არავინ კიდებდა და მე ავიღეო" - რას იხსენებს ქალბატონი, რომელიც ჭავჭავაძის მკვლელობაში ბრალდებულს იცნობდა

ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ არაერთი დაწერილა და თქმულა.  ჟურნალი "გზა" 30 მარტის ნომერში გტავაზოვთ ინტერვიუს ქალბატონთან, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ბრალდებულს პირადად იცნობდა.

"სტალინს როგორც წაუკითხავს, მაშინვე ბრძანება გაუცია, - ახლავე გაასამართლეთ გიგლა ბერბიჭაშვილიო. სასამართლო პროცესზე მას სიკვდილი მიუსაჯეს და დახვრიტეს..." - მწერალი, ჟურნალისტი და საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, ჟუჟუნა ნიჟარაძე-მაჭავარიანი გვიამბობს, როგორ გაიცნო გიგლა ბერბიჭაშვილი, რომელიც მას ტკბილეულით ანებივრებდა.

ბერბიჭაშვილს ედუარდ სეფაშვილიც იცნობდა. ერთ დღეს, როცა მან ჩვეულებისამებრ, კანფეტებით დაგვასაჩუქრა, საათიც ამოჰყვა ჯიბიდან. დახედა და გვითხრა: ეს ილია ჭავჭავაძის საათია... მე ილია არ მომიკლავს, ეს საათი იქ ეგდო, რომ მოკლეს, ხელს არავინ კიდებდა და მე ავიღეო. შემდეგ ისიც გვითხრა, ილია არ იყო კარგი კაცი, გლეხებს წყალს არ აძლევდაო... მე ბავშვი ვიყავი, მაგრამ ილია ძალიან მიყვარდა, მისი ყველა ლექსი ზეპირად ვიცოდი და ისიც ვიცოდი, რომ ილიამ პირველმა დაბეჭდა სოსო ჯუღაშვილის ლექსები თავის ჟურნალში. ჩემმა დიდედამ მასწავლა "ვარდს გაეფურჩქნა კოკორი"...  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი