როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1-2 აპრილს

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1-2 აპრილს

1-2 აპრილს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს უნალექო, მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18-23 გრადუსია მოსალოდნელი, თბილისში - 18 გრადუსი.

31 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ხვალ, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 15-20 გრადუსი იქნება.

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 19 გრადუსი იქნება.

1-ელ აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 9-14 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოში - 13-18 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში იწვიმებს, დილით ნისლი იქნება.

2 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა.

3 აპრილიდან 6 აპრილამდე საქართველოში გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი