სამი ქართული მონასტერი, სადაც საუკეთესო ღვინოები მზადდება

სამი ქართული მონასტერი, სადაც საუკეთესო ღვინოები მზადდება

მონასტრული ღვინის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან არსებობს. ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის შემოსვლისა და მონასტრების დაფუძნებისთანავე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მუდამ აყენებდნენ ღვინოს.

მონასტრებში სარიტუალო, ანუ ე.წ. საბარძიმე ღვინის გარდა, ასევე ყენდებოდა ჩვეულებრივი, მოსახმარი ღვნო და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. ამჟამად საქართველოში არსებობს რამდენიმე მონასტრის მარანი, რომლებიც ღვინის მომხმარებელთა შორის უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათი ღვინოების დიდი ნაწილი ერთგვარ ჰიტ-ღვინეობადაც კი მიიჩნევა. გთავაზობთ, სამი ქართული ყველაზე ცნობილი სამონატრო მარნის აღწერას.

ალავერდის მონასტრის მარანი

ალავერდის მონასტრის ისტორია VI საუკუნიდან იწყება. მონასტერი კახეთში, კავკასიონის მთების ძირში, მდინარე ალაზნის დასავლეთით, ნაყოფიერ ველზე მდებარეობს, რომელიც კახეთ-ჰერეთის მეფეთა სალოცავი, წმინდანთა და მონაზონთა სამოღვაწეო და საცხოვრებელი ადგილია.

არქეოლოგებმა ალავერდის მონასტრის ეზოში VIII-X საუკუნის უძველესი მარნის ნაშთი აღმოაჩინეს, რომელიც სხვადასხვა ზომის ქვევრებით არის გაწყობილი. XI საუკუნეში მეფე კვირიკე დიდმა ალავერდის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძართან ერთად სამეფო მონასტრისთვის შესაფერი, დიდი მარანი ააგო.

განაგრძეთ კითხვა (+ფოტოები)

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი