"ძალიან ბევრი მომხმარებელი გვწერდა თხოვნით, შემოგვეტანა ალუჩა" - "გუდვილის" ოფიციალური კომენტარი ხილის ფასზე

 "ძალიან ბევრი მომხმარებელი გვწერდა თხოვნით, შემოგვეტანა ალუჩა" - "გუდვილის" ოფიციალური კომენტარი ხილის ფასზე

დახლზე ახლახან გამოჩენილი ალუჩის ღირებულებამ თბილისელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საუბარია "გუდვილში" იმპორტირებულ ალუჩაზე, რომლის 1 კილოგრამის ღირებულება სუპერმარკეტში 109 ლარია. თუმცა, ამ ფასის მიუხედავად, შემოტანილი ალუჩა მთლიანად გაიყიდა. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს სავაჭრო ქსელ "გუდვილის" მარკეტინგის ხელმძღვანელმა ნატა წერეთელმა განუცხადა.

"ძალიან ბევრი მომხმარებელი წერდა "გუდვილს" თხოვნით, შემოეტანა ალუჩა გასაყიდად. მოგეხსენებათ, მარტი არ არის ალუჩის სეზონი, ამიტომ მარტის ბოლოს მოვახერხეთ და შემოვიტანეთ ჰოლანდიური ალუჩა გასაყიდად. რა თქმა უნდა, 100 გრამის ფასი არის 10 ლარი და 90 თეთრი, რაც მაღალია, მაგრამ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ როგორც ხელმისაწვდომი პროდუქტები, ისე არასეზონური, განსაკუთრებული ხილიც. დღის განმავლობაში შემოტანილი ალუჩა მთლიანად გაიყიდა და ხელმეორედ შევუკვეთეთ. ახლა ხელმეორედ შეკვეთილი პარტიაა დახლებზე და ისიც ელვისებური სისწრაფით იყიდება", - აღნიშნა საუბრისას წერეთელმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი