ვინ ხდება საქართველოში ყველაზე მეტად სექსუალური შევიწროების მსხვერპლი - "მათ არავინ ეხმარება, რადგან ეშინიათ, რომ მოძალადე მათზეც გადავა"

ვინ ხდება საქართველოში ყველაზე მეტად სექსუალური შევიწროების მსხვერპლი - "მათ არავინ ეხმარება, რადგან ეშინიათ, რომ მოძალადე მათზეც გადავა"

კვლევამ გვიჩვენა, რომ რესპონდენტთა 45% ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამხდარა სექსუალური შევიწროების მსხვეპლი, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია, - ამის შესახებ "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" წარმომადგენელმა მარიამ წერეთელმა დღეს გამართული დისკუსიის "სექსუალური შევიწროება - რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ" კომენტირების დროს განაცხადა.

მისივე თქმით, "ქალთა საინფორმაციო ცენტრმა" თბილისის მეტროს სადგურებში 200 რესპონდენტი გამოკითხა. "საერთაშორისო მონაცემებითაც და ჩვენი კვლევითაც ჩანს, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი, ძირითადად, ქალბატონები არიან. შევიწროების სახეებად მსხვერპლები ასახელებდნენ სექსუალური ხასიათის შემცველ კომენტარებს, ხელით შეხებას და დაჟინებულ მზერას. კვლევის სამწუხარო შედეგი აღმოჩნდა ის, რომ ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლს არავინ ეხმარება, რადგან ეშინიათ სიტუაციის გამწვავების და ასევე იმისაც, რომ მოძალადე მათზეც გადავა", - განაცხადა მარიამ წერეთელმა.

დისკუსია სახალხო დამცველის ორგანიზებით გაიმართა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი