რუსთავი 2-ის საიტზე დვალი-აქიმიძის განცხადება ვრცელდება: "დომენი rustavi2.com დაარსების დღიდან ჩვენ გვეკუთვნოდა..."

რუსთავი 2-ის საიტზე დვალი-აქიმიძის განცხადება ვრცელდება: "დომენი rustavi2.com დაარსების დღიდან ჩვენ გვეკუთვნოდა..."

"რუსთავი 2"-ის დამფუძვნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ დომენი rustavi2.com მისი რეგისტრაციის დღიდან მათ ეკუთვნოდათ და დღესაც ასეა. მათივე ინფორმაციით, დღეიდან აღნიშნულ საიტზე მხოლოდ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია განთავსდება.

"ჩვენ, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ვაცხადებთ, რომ დომენი rustavi2.com დღიდან მისი რეგისტრაციისა ყოველთვის ჩვენ გვეკუთვნოდა და ასეა დღესაც. 2004 წელს, როცა ნაცონალურმა ხელისუფლებამ იძულებით დაგვათმობინა ჩვენი კუთვნილი 60% წილი რუსთავი 2-ში, სიჩქარეში არც გახსენებიათ რომ დომენი rustavi2.com ცალკე საკუთრებას წარმოადგენდა და ასე განაგძრეს ჩვენი კუთვნილი ინტერნეტ რესურსით სარგებლობა.

არც იმით დაინტერესებულან თუ ვინ ფარავდა მთელი 13 წლის განმავლობაში რესურსით სარგებლობის თანხებს.

დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ქველმოქმედებას და შევეცდებით ოდნავ მაინც დავაბალანსოთ პროპაგანდის და დეზინფორმაციის მძლავრი ნაკადი, რომელიც ჩვენთვის წართმეული ტელევიზიიდან მოედინება. ჩვენს საიტზე დაიდება და თავს მოიყრის ბევრი ნაცნობი თუ უცნობი მასალა, რათა საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღოს "რუსთავი 2-ის" საქმეზე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ვებგვერდზე rustavi2.info გავრცელდა.

განცხადებას მალევე გამოეხმაურა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:

"ჩვენი ახალი მისამართია

rustavi2.ge".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი