"გაკვეთილების რაოდენობა ბევრია" - რას გეგმავს განათლების მინისტრი

"გაკვეთილების რაოდენობა ბევრია" - რას გეგმავს განათლების მინისტრი

ვფიქრობთ, რომ გაკვეთილების რაოდენობა არის ძალიან ბევრი, განსაკუთრებით შუა კლასებში და ვფიქრობთ, რომ გაკვეთილების ცხრილი შეძლებისდაგვარად განვტვირთოთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ რას გეგმავდა სამინისტრო წიგნების მიმართულებით, იმ კუთხით, რომ პირველკლასელთა სახელმძღვანელოები ძალიან მძიმეა და ხშირად მოზარდებში ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

"აქ ორი ძირითადი მიმართულებაა, ერთი არის ახალი სახელმძღვანელოები, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ გვინდოდა, რომ წელს შესულიყო ახალი სახელმძღვანელოები სკოლაში, თუმცა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით წელს გვექნება ელექტრონული ფორმატები და მომავალი წლიდან უკვე დაბეჭდილ წიგნებს მიიღებენ ჩვენი მოსწავლეები. ეს სახელმძღვანელოები იქნება უფრო მსუბუქი, ეს არის ერთი მიმართულება, სქელტანიანი სახელმძღვანელოები გაიყოფა ორ ნაწილად. მეორე მიმართულება არის ის, რომ ვფიქრობთ გაკვეთილების რაოდენობა ძალიან ბევრია, განსაკუთრებით შუა კლასებში და ვფიქრობთ, რომ გაკვეთილების ცხრილი შეძლებისდაგვარად შედარებით განვტვირთოთ. რამდენიმე იქნება მაქსიმალური გაკვეთილი ჯერ არ ვიცით, ამაზე სპეციალისტები მუშაობენ. ეს ყველაფერი მომდევნო სასწავლო წლიდან დაიწყება", - განაცხადა ჯეჯელავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი