მართვის მოწმობის ქულების განულების შემთხვევაში პირს მართვის უფლება 1 წლით შეუჩერდება

მართვის მოწმობის ქულების განულების შემთხვევაში პირს მართვის უფლება 1 წლით შეუჩერდება

მართვის მოწმობისთვის მინიჭებულმა ქულათა სისტემამ ცვლილება განიცადა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შს სამინისტროს მიერ მომზადებული პაკეტის მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვის პროცესში რიგი საგზაო დარღვევების შემთხვევაში ჩამოსაკლები ქულის ოდენობა გაიზარდა, ზოგ დარღვევაზე კი შემცირდა. მაგალითად, ღვედის გამოუყენობლობაზე თავდაპირველად შეთავაზებული იყო მართვის მოწმობისთვის 10 ქულის ჩამოკლება, რაც 5 ქულამდე შემცირდა. ავტომობილისის მართვისას მობილურის გამოყენებაზე 15 ქულა 10 ქულამდე შემცირდა. პროექტის განხილვისას გამოითქვა მოსაზრება წითელზე გავლის შემთხვევებზე განსაზღვრული ქულის შემცირების თაობაზე, რაც შს სამინისტროს წარმომადგენელმა არ გაითვალისწინა. ასეთ შემთხვევაზე განსაზღვრული იყო 10 ქულის ჩამოკლება, რაც 15 ქულა გახდება.

კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში ჩასწორდა ის, რომ პარკირების წესების დარღვევაზე, როდესაც არ იქმნება საავარიო მდგომარეობა ან საცობი, მძღოლს მართის მოწმობაზე ქულა არ ჩამოაკლდება.

ქულების განულების შემთხვევაში მართვის მოწმობის მფლობელს მართვის უფლება 1 წლით შეუჩერდება და მის დასაბრუნებლად გამოცდის გავლა მოუწევს. ამასთან, პროექტით მძღოლს ეს უფლება წელიწადში ერთხელ ექნება. საკანონმდებლო პაკეტიდან ამოღებულია ინიციატივა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტისა და რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ.

მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა და ე.წ. უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებული ინიციატივა 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი