"ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ვარ, მო­მენ­ტა­ლუ­რად ვი­ყი­ნე­ბი, მაგ­რამ კა­ტეგო­რი­უ­ლად გა­დავ­წყ­ვი­ტე, თბი­ლად არ ჩა­ვიც­ვა... " - მო­დას შე­წი­რუ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა

"ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ვარ, მო­მენ­ტა­ლუ­რად ვი­ყი­ნე­ბი, მაგ­რამ კა­ტეგო­რი­უ­ლად გა­დავ­წყ­ვი­ტე, თბი­ლად არ ჩა­ვიც­ვა... " - მო­დას შე­წი­რუ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა

ახალ­გაზ­რ­დებს სი­ცი­ვე­ში თბი­ლად ჩაც­მა არ უყ­ვართ. ზოგს თხე­ლი ტყა­ვის ქურ­თუ­კის ქვეშ, ასე­ვე თხე­ლი პე­რან­გი აც­ვია. ლა­მის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე შარ­ვა­ლი, სა­ზაფხუ­ლო კე­დებ­ზე აქვთ ამოც­მუ­ლი. მოკ­ლეყე­ლი­ა­ნი წინ­დი­დან, სი­ცი­ვის­გან გა­ლურ­ჯე­ბუ­ლი კო­ჭი მო­უ­ჩან­თ... შე­უძ­ლე­ბე­ლია, ასე ჩაც­მუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი არ შე­ამ­ჩ­ნიო ქუ­ჩა­ში, გა­ჩე­რე­ბა­ზე ან ტრან­ს­პორ­ტ­ში, მო­ბუ­ზუ­ლი, აჭარ­ხ­ლე­ბუ­ლი და სი­ცი­ვის­გან გა­შა­ვე­ბუ­ლი... კითხ­ვა­ზე, თუ რა­ტომ იც­ვა­მენ ასე? ყვე­ლას ერ­თ­ნა­ი­რი პა­სუ­ხი აქვს, - მოს­წონს, მო­და­შია, მი­სი სტი­ლია; "უ­ნი­ში" არ ცი­ვა და გზა­ში არა უშავს, რო­გორ­ღაც მო­ით­მენს...

ანუ­კი, 18 წლის:

- არ შე­მიძ­ლია თბი­ლად ჩაც­მა. მირ­ჩევ­ნია, მცი­ო­დეს და ის მეც­ვას, რაც მომ­წონს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­მა­ნეთს უხ­დე­ბა და მთლი­ა­ნო­ბა­ში, კარგ "ვიდ­ზე" ხარ. რაც მთა­ვა­რია, გიხ­დე­ბა და რო­დე­საც ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, რომ შე­ნი თა­ვი მოგ­წონს, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ხდე­ბი, რაც ნიშ­ნავს, რომ წარ­მა­ტე­ბის ნა­ხე­ვა­რი გზა გავ­ლი­ლი გაქვს...

- თბი­ლი ტან­საც­მ­ლის გე­მოვ­ნე­ბით შე­ხა­მე­ბა და ჩაც­მა არ შე­იძ­ლე­ბა?

- არ მომ­წონს, ფი­გუ­რა არ იკ­ვე­თე­ბა... გამ­ხ­და­რი აგე­ბუ­ლე­ბა, თხე­ლი კი­დუ­რე­ბი და მა­ღა­ლი კი­სე­რი არ ჩანს, ეს ყვე­ლა­ფე­რი თუ შა­ლით შევ­ფუთ­ნე. ბა­რემ ჩად­რით ვივ­ლი და ეგაა. სულ ვცდი­ლობ, ფორ­მა­ში ვი­ყო, წო­ნა ვა­კონ­ტ­რო­ლო და ყვე­ლა სე­ზონ­ზე კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე... სა­მო­სი, ზამ­თ­რის დად­გო­მამ­დე სა­მი თვით ად­რე გა­მო­ვი­წე­რე ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზი­ი­დან და ერ­თი სუ­ლი მქონ­და, რო­დის ჩა­ვიც­ვამ­დი...

- ამ ზამ­თარს არაერთხელ გაცივდით, რო­გორც ვი­ცი.

- დი­ახ, ასეა... ბო­ლო გა­ცი­ვე­ბის შემ­დეგ, "ქა­ლუ­რი" პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მ­ნა და ახ­ლაც ვმკურ­ნა­ლობ. დე­და­ჩე­მი კუდ­ში დამ­დევ­და, თბი­ლად ჩა­იც­ვიო და მარ­თ­ლა ჩა­ფუთ­ნი­ლი დავ­დი­ო­დი. ლექ­ცი­ა­ზე რომ შევ­დი­ო­დი, იმ­დენ ხანს ვუნ­დე­ბო­დი გახ­დას, ყვე­ლა მე დამ­ცი­ნო­და. ერთ დღე­საც შევ­წყ­ვი­ტე და ძა­ლი­ან თხლად წა­ვე­დი. ძა­ლი­ან მცი­ვა, ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ვარ, მო­მენ­ტა­ლუ­რად ვი­ყი­ნე­ბი, მაგ­რამ კა­ტეგო­რი­უ­ლად გა­დავ­წყ­ვი­ტე, თბი­ლად არ ჩა­ვიც­ვა... პალ­ტო, თბი­ლი შარ­ფე­ბი, შარ­ვ­ლე­ბი და კა­ბე­ბი დე­და­ჩე­მის­გან მა­ლუ­ლად გა­ვა­ჩუ­ქე. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რომ "დი­დი გა­ცი­ვე­ბის" შემ­დეგ, სახ­ლი­დან თბი­ლად ჩაც­მუ­ლი გავ­სულ­ვარ და ლიფ­ტ­ში ან სა­დარ­ბა­ზო­ში გა­მიხ­დია... ჩა­ფუთ­ნი­ლი ვერ ვმოძ­რა­ობ და ვკომ­პ­ლექ­ს­დე­ბი. ჩე­მი ლექ­ტო­რე­ბი რომ მეტყ­ვი­ან, შენ ქმნი ამ ჯგუფ­ში მო­დის ხაზ­სო, ყვე­ლა­ფე­რი მა­ვიწყ­დე­ბა, გა­ცი­ვე­ბაც, სიცხეც და თა­ვის ტკი­ვი­ლიც. ამას ყო­ველ­თ­ვის აღ­ნიშ­ნავს ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რომ ხარ, ამი­ტო­მაც მომ­წონ­ხა­რო. ამა­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა ჩე­მი სტი­ლი და ჩაც­მის სი­თა­მა­მე. რო­დე­საც დავ­ბერ­დე­ბი, ბე­ბი­ა­ჩე­მი­ვით ჩა­ვიც­ვამ, შა­ლის წინ­დებს... მა­ნამ­დე გვა­ცა­დეთ, ცხოვ­რე­ბით დავ­ტ­კ­ბეთ.

ნია, 21 წლის:

- მთე­ლი დე­კემ­ბე­რი ტო­პით ვი­ა­რე... და­ქალ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნა კა­ნა­დი­დან. მა­გის ხათ­რით გა­ვი­კე­თე ტა­ტუ თე­ძო­ზე, რო­მე­ლიც ფერ­დამ­დე "ა­დის"... შემ­დეგ ამ ტა­ტუს გა­მო ყვე­ლა "კოფ­თა" ტო­პად გა­და­ვა­კე­თე. მა­ღალ­წე­ლი­ან შარ­ვ­ლებს ვყი­დუ­ლობ­დი და დე­დაც მშვი­დად იყო, წე­ლი თბი­ლად გექ­ნე­ბაო... ლა­მა­ზი, ბრტყე­ლი მუც­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, მუდ­მი­ვად დი­ე­ტა­ზე ვი­ყა­ვი, დღე­ში მხო­ლოდ ჭი­ქა ყა­ვა­სა და ერთ კრუ­ა­სან­ზე შე­მეძ­ლო ყოფ­ნა. დი­ლა-სა­ღა­მოს ათ-ათ "პრესს" ვა­კე­თებ­დი... გა­რეთ, გრძე­ლი მო­საც­მე­ლი მეც­ვა, რო­მე­ლიც წელ­ზე იკ­ვ­რე­ბო­და და შიგ­ნით რა მეც­ვა, დე­და არ მი­კონ­ტ­რო­ლებ­და, რად­გან ჩემ­ზე ად­რე გა­დი­ო­და სახ­ლი­დან და შინ ჩემ შემ­დეგ ბრუნ­დე­ბო­და... ერთ დღე­საც, მე­გობ­რე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ, ბარ­ში ვა­პი­რებ­დით წას­ვ­ლას. მე ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, ძვლებ­ში მამ­ტ­ვ­რევ­და და სახ­ლ­ში აკან­კა­ლე­ბუ­ლი მო­ვე­დი. მივ­ხ­ვ­დი, რომ მა­ღა­ლი სიცხე მქონ­და. დე­დას და­ვუ­რე­კე და ვთხო­ვე, - იქ­ნებ სამ­სა­ხუ­რი­დან ცო­ტა ად­რე წა­მოხ­ვი­დე-მეთ­ქი. არ მახ­სოვს დე­დის მოს­ვ­ლა. გონს სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში მო­ვე­დი.

ბო­ლომ­დე ჯერ კიდევ ვერ გა­მოვ­ძ­ვე­რი. ფილ­ტ­ვებ­ზე და­მი­ტო­ვა კვა­ლი... სიცხე­ე­ბი აღარ მქონ­და, მაგ­რამ ღა­მე სპაზ­მუ­რი ხვე­ლე­ბა მეწყე­ბო­და. ოფ­ლი მას­ხამ­და და ლა­მის ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ვახ­ვე­ლებ­დი... დე­დამ ბა­კუ­რი­ან­ში გა­მიშ­ვა. ძა­ლი­ა­ნაც რომ მნდო­მო­და, გაპ­რან­ჭ­ვის თა­ვი არ მქონ­და. ასი მეტ­რის გავ­ლის შემ­დეგ, ვიღ­ლე­ბო­დი და ქო­შინს ვიწყებ­დი. არც მახ­სოვს, რამ­დე­ნი ლა­რის მე­დი­კა­მენ­ტი დავ­ლიე... აღარც ახა­ლი წე­ლი მი­ხა­რო­და, აღარც შო­ბა... მთე­ლი იან­ვა­რი ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს. მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და თერ­მო­მეტ­რის ცქე­რით დეპ­რე­სია და­მე­მარ­თა... გა­მოც­დე­ბი ჩა­უ­ბა­რე­ბე­ლი დამ­რ­ჩა. ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი პე­რი­ო­დი. იმ გა­ცი­ვე­ბის შემ­დეგ, ქუ­ჩა­ში პირ­ვე­ლად მა­შინ გა­მო­ვე­დი, რო­დე­საც ბა­კუ­რი­ან­ში მივ­დი­ო­დით და მე­ზობ­ლებ­მა შო­რი­დან მო­მი­კითხეს, თით­ქოს კეთ­რი მქო­ნო­და... განაგრძეთ კითხვა

"აუტანლად ძნელია უშენობა, რა უდარდელი იყო ჩემი ცხოვრება" - რას წერდა გია ყანჩელი გარდაცვლილ მეგობარს, რომელსაც ნაწარმოები მიუძღვნა

"მშვიდობით სკოლა!!!" - ვინ არის აჭარელი ბიჭუნა, რომლის განცხადებამ ინტერნეტი გაახალისა

"მშობლები აქციების გამო თავს იკავებენ ბავშვების გამოშვებაზე" - რა მდგომარეობაა პარლამენტთან მდებარე სკოლებში