ყველა საიტი, რომელიც ევროპაში იაფი მოგზაურობისთვის გჭირდებათ

ყველა საიტი, რომელიც ევროპაში იაფი მოგზაურობისთვის გჭირდებათ

ეს ბლოგი არ არის განკუთვნილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ მოსაზრებას ისეთი არგუმენტებით ამყარებენ, როგორიცაა:

ეგ უვიზო მიმოსვლა მაინც ფულიანებისთვის იქნება?! - ე ბოჭო, თუ სამსახური და ბევრი ფული არ გაქვს, ევროპაში ვინ შეგიშვებს?!

მომიწევს ბევრ საკითხს შევეხო, ამიტომ შევეცდები მოკლე და შინაარსობრივი იყოს თითოეული პუნქტი.

1. ტრანსპორტი

2. განთავსების საშუალებები

3. საკვები/სასმელი

4. ლოკალური ტრანსპორტი

5. ღირშესანიშნაობები

6. თანხის გამომუშავება მოგზაურობის დროს/სეზონური ვაკანსიები

ავიაკომპანია "ვიზეარი" ყველაზე იაფ ბილეთებს გვთავაზობს ევროპის მიმართულებით. საიტს აქვს ქართულენოვანი მხარდაჭერა, ბილეთების შეძენა შესაძლებელია 20 დოლარიდან და ეს რეალობაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ტურისტული კომპანიების გვერდის ავლით. 

ryanair - ასევე ევროპის ქალაქებს შორის იაფი ფრენების განმახორციელებელი ავიაკომპანიაა (საქართველოში არ ოპერირებს). თუ თქვენ ვიზეარის საიტზე ვერ იპოვით თქვენთვის სასურველი ქალაქებისკენ რეისს, შესაძლებელია ამ ავიაკომპანიის საიტზე იპოვოთ.

flixbus - ავტო სატრანსპორტო კომპანია, რომელიც ჩემი შეფასებით ყველაზე იაფი და მოსახერხებელი საშუალებაა, რომ მოხვდეთ ევროპის რაც შეიძლება მეტ ქალაქში.

checkmybus - აქ შეგიძლიათ მოიძიოთ ევროპაში სატრანსპორტო კომპანიების მგზავრობის ფასები და აირჩიოთ ოპტიმალური საშუალება.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი