4 სიახლე, რომელიც წელს სკოლებში დაინერგება - განათლების მინისტრის კომენტარი

4 სიახლე, რომელიც წელს სკოლებში დაინერგება - განათლების მინისტრის კომენტარი

წელს პირველად გვექნება ელექტრონული სახელმძღვანელოები, როგორც ქაღალდის წიგნების ალტერნატივა ანუ იქნება ქაღალდის წიგნებიც და ელექტრონული წიგნებიც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა.

ჯეჯელავამ წიგნების წონისა და გაკვეთილების რაოდენობის შემცირების თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.

"ამაში ბევრი კომპონენტი იგულისხმება. ერთია, რომ ყველა სახელმძღვანელოს ტარება სავალდებულო არ იყოს; მეორე, გაკვეთილების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს; მესამე არის, რომ სადაც დიდტანიანი სახელმძღვანელოებია, აუცილებლად უნდა გავყოთ; მეოთხეა, რომ ახალი სახელმძღვანელოები, რომელიც შემოვა, უნდა იყოს წონის სტანდარტის შესაბამისობაში. ეს სტანდარტები ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უკვე შევიმუშავეთ და შესაბამისად, ჩვენი მოსწავლეების ჩანთები უკვე წელს შემსუბუქდება", - განაცხადა განათლების მინისტრმა.

ჯეჯელავას თქმით, "ეს პროცესი ჯერ დაბალი კლასების მოსწავლეებს შეეხება, ზედა კლასების მოსწავლეების ჩანთების შემსუბუქება კი შემდგომი წლების ამოცანა იქნება".

"წელს პირველად გვექნება ელექტრონული სახელმძღვანელოები, როგორც ალტერნატივა ქაღალდის წიგნების ანუ იქნება ქაღალდის წიგნებიც და ელექტრონულიც. მაგალითად, სახლში მოსწავლე ქაღალდის სახელმძღვანელოთი იმუშავებს, სკოლაში ელექტრონულს წაიღებს", - განაცხადა განათლების მინისტრმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი