გუკა რჩეულიშვილის პირველი კომენტარი ციხის დატოვების შემდეგ - "მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი მელოდება სახლში, რომელიც არ მინახავს"

გუკა რჩეულიშვილის პირველი კომენტარი ციხის დატოვების შემდეგ - "მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი მელოდება სახლში, რომელიც არ მინახავს"

როგორ შეიძლება დედაჩემი და დეიდაჩემი ციხეში ისხდნენ და მე სადმე მივიმალო, - ამის შესახებ გურამ რჩეულიშვილმა გლდანის საპყრობილის დატოვების შემდეგ განაცხადა.

იხილეთ ვიდეო

გურამ რჩეულიშვილის თქმით, ბრალდებაზე ასე ორ სიტყვაში ვერ ისაუბრებს და მთავარი პრიორიტეტი მისთვის ციხიდან დედის გათავისუფლებაა, რაც ავტომატურ კავშირშია დაზარალებულების დაკმაყოფილებასთან.

"მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი მელოდება სახლში, რომელიც არ მინახავს, დედა, დეიდა ციხეში არიან და ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი. თავს უდანაშაულოდ ვთვლი, აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება მკაცრია", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს და აქედან გამომდინარე პასპორტის ჩამორთმევას, რჩეულიშვილი მიიჩნევს, რომ მისი მიმალვის საფრთხის არსებობა აბსურდია.

"როგორ შეიძლება დედაჩემი და დეიდაჩემი ციხეში ისხდნენ და მე სადმე მივიმალო", - აღნიშნა რჩეულიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი