კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:35 / 09-04-2017
როგორ ცხოვრობს დღეს 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს გმირი - მრავალწლიანი ემიგრაცია და იტალიელი მეუღლე
წამი, რომელმაც საქართველოს ერთი მთლიანი ეპოქა დაიტია... გოგონა, რომელიც ამ ეპოქის სიმბოლოდ იქცა... ფოტო, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება... იური მეჩითოვის მიერ გადაღებულ, 1989 წლის 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეულ ფოტოზე საქართველოს დროშით ხელში გამოსახული ლამაზი და იდუმალი გოგონას ვინაობა, წლებია განმავლობაში, ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფმა იცოდა.



ბევრს ის დაღუპული ეგონა. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ ის გოგონა ცოცხალია და ისევე როგორც უამრავი ქართველი, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, უკვე წლებია ემიგრაციაში ცხოვრობს. 25 წლის შემდეგ, მან ჟურნალისტთან პირველ ინტერვიუში თქვა: - "იტალიაში კი არ ვცხოვრობ, არამედ არც კი ვარსებობ". მაგრამ ამ ინტერვიუდან მოყოლებული, ჩემი რესპონდენტის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა. მან იტალიაში ახალი სიყვარული იპოვა და სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ქართულ-იტალიური ოჯახი შექმნა. მარი (ნანა) მახარაძე და მარკო სბრაჯი იტალიის ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქ არეცოში ცხოვრობენ...

ვიდრე მარის სიყვარულის ისტორიის შესახებ ვკითხავდი, გადავწყვიტე, "გოგონა ფოტოდან" თქვენთვის უფრო ახლოს გამეცნო:

- 1970 წლის 1-ლ თებერვალს ჩაქვში დავიბადე და
You must have Flash Player installed in order to see this player.
სკოლაც იქვე დავამთავრე. დედ-მამა ბიოლოგები იყვნენ, მეცნიერ-თანამშრომლები. დედა მარტვილიდანაა, ამიტომ ბავშვობის დიდი ნაწილი სამეგრელოში მაქვს გატარებული. სკოლაში და შემდეგ უნივერსიტეტშიც, ძალიან კარგად ვსწავლობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, გადავწყვიტე თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა, მაგრამ მამა სასტიკი წინააღმდეგი გახლდათ. გამომიცხადა, რომ თეატრალურზე სწავლა წესიერი ოჯახის გოგოს საქმე არ იყო. 1987 წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ ოცნება ვერ ავისრულე, მაინც ვახერხებდი ალტერნატიული ცხოვრებით მეცხოვრა. დავდიოდი როკ და პანკჯგუფების კონცერტებზე, მეცვა ძალიან არაორდინალურად და თითქმის არც კი ვგავდი იმ "ქართველ გოგონას", რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი  წაიკითხეთ ვრცლად
12:33 / 26-04-2017
marina
0
მაგის მსგავსი იდიოტების გამო დაინგრა ქვეყანა,,დაანგრის და გაიქცნენ....რატო არ ცხოვრობს ეს ნაგავი დამოუკიდებელ საქართველოში...ხო ბრძოლობდა თავისუფლების გამო????
14:14 / 17-04-2017
საოცარი ერი ვართ
0
ისე მოვაწყვეთ რომ მაინცდამაინც თავისუფლები უნდა გადავშენდეთ
მსგავსი სიახლეები
ილია მეორემ 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენა და დაღუპულები მოიხსენია
მემორიალთან მთელი ღამის განმავლობაში იკრიბებოდნენ მოქალაქეები
9 აპრილს თითქმის მთელი დღე დუმდა საქართველოს ტელევიზია და რადიო, თუ არ ჩავთვლით...
PHOTO+VIDEO ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ "დრონით" გადაიღო დედაქალაქის ულამაზესი კადრები
"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის ირაკლი გედენიძის ფოტორეპორტაჟი
ფოტო სახელწოდებით "ჩოგბურთელი" ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ფოტოსურათია ისტორიაში
"ჩვენ ტრადიციებს, ადათ-წესებს, კულტურას და მიწას ვიცავთ ყოველგვარი სიბინძურის და გარყვნისგან"
+VIDEO "დიდი ბოდიში ყველას, ვისაც ამ სურათით შეურაცხყოფა მივაყენე"
გამყიდველმა ეს ფოტო კლიენტს გაუგზავნა და ძალიან დააბნია... სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირადაა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:00 / 22-06-2017  Image პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით
+VIDEO "სხვადასხვა ნორმის კონსტიტუციაში შეტანის საკითხი კი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა"
21:48 / 22-06-2017  Image "ამბობს, რომ არ იცის, რით ვარ დაკავებული, მაგრამ ნურას უკაცრავად!..." - მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს პასუხობს
"პირადად ეწევა ჩვენს ბლოკირებას ყველა მთავარ არხზე"
13:02 / 22-06-2017  Image სექსუალური სამხედრო გოგონები ისრაელის ჯარიდან
+PHOTO ყოველწლიურად ისრაელში 1 500 ჯარისკაცი ქალი ირიცხება თავდაცვით ნაწილში
16:21 / 22-06-2017  Image უმრავლესობის ტაში და ოპოზიციის ბოიკოტი - პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო
უმრავლესობა კენჭისყრის შედეგს ტაშით შეხვდა
17:42 / 22-06-2017  Image "24-ში - ახალმთვარეობაა კირჩხიბის ნიშანში" - რა რეკომენდაციებს გვაძლევს ასტროლოგი
"საერთოდ ახალმთვარეობის პერიოდი რთულია, მით უფრო ქალებისთვის"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49