საქართველოს რამდენიმე რეგიონში თოვს

საქართველოს რამდენიმე რეგიონში თოვს

საქართველოს რამდენიმე რეგიონში თოვს, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში. თოვს აბასთუმანში, ნინოწმინდაში, ახალციხეში, თოვლია მაღალმთიან აჭარაში.

როგორც AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 7-12 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში 12-17 გრადუსი. გაძლიერდება ქარი.

სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ყველგან წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში კი თოვლი იქნება.

ანალოგიური ამინდი შენარჩუნდება ხვალაც, თუმცა დასავლეთ საქართველოში ნალექის ინტენსივობა იკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში ამაღამ ზოგან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 11-12 აპრილს ამინდი შედარებით გაუმჯობესდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი