ილია მეორე - მე 9 აპრილს აქციის მონაწილეებისთვის დაშლისკენ არ მომიწოდებია

ილია მეორე - მე 9 აპრილს აქციის მონაწილეებისთვის დაშლისკენ არ მომიწოდებია

"მე 9 აპრილს აქციის მონაწილეებისთვის დაშლისკენ არ მომიწოდებია - მე ვხედავდი საშიშროებას და ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში შესვლისკენ მოვუწოდე, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

ილია მეორემ 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენა და დაღუპულები მოიხსენია. "დღეს არის 9 აპრილი, მწუხარების დღე. ამავე დროს სიხარულის დღეც არის. ჩვენმა ახალგაზრდებმა დიდი გმირობა გამოიჩინეს. დღეს რადიოთი მოვისმინე, რომ საქართველოს პატრიარქმა დაშლისკენ მოუწოდაო. მე დაშლისკენ არ მომიწოდებია. მე ვხედავდი ამ საშიშროებას და მოვუწოდე, რომ ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში შესულიყვნენ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ისინი, ვინც ამ მოვლენას შეეწირნენ", - განაცხადა ილია მეორემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი