გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა

გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა

83 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი გივი ბერიკაშვილი.

ლეგენდარული მსახიობის გარდაცვალების შესახებ "ფეისბუქზე" წერს მსახიობი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი:

"83 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი, ხელოვნების ქურუმი, ქართული თეატრის და კინოს ვარსკვლავი გივი ბერიკაშვილი...." - წერს ედმონდ აბაშიძე.

გივი ბერიკაშვილის მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით დამძიმდა.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მსახიობი რეანიმაციაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. "გაცივდა, ფილტვების ანთება დაემართა, შემდეგ ეს ანთება გაურთულდა. დაგვიანებით მოვათავსეთ საავადმყოფოში, ბოლო სამ დღეში განსაკუთრებით დამძიმდა მდგომარეობა, ახლა ხელოვნურ სუნთქვაზეა. ექიმების დამსახურებაა ეს დღეები რომ აცოცხლეს..." - განაცხადა AMBEBI.GE-სთან საუბარში მსახიობმა კახი კავსაძემ.

ხილეთ ვიდეო

ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი გივი ბერიკაშვილი დაიბადა 1933 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში, არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.

Legendary Georgian actor Givi Berikashvili dies at 83

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი