კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:08 / 10-04-2017
"ყოფილან გაცილებით დიდი არტისტები, მაგრამ ძალიან იშვიათია, ხალხის ასეთი სიყვარული ჰქონოდა ვინმეს..."
"ძალიან მძიმეა იმ ადამიანთან განშორება, მთელი ცხოვრებით რომ ვალში ხარ. დიდი მადლობა ყველაფრისათვის, ჩემო ძია გივი. ძია პაპა... გივი ბერიკაშვილი შეუერთდა ზეციურ ქართულ თეატრს. ვნების კვირაში გარდაცვლილები სამოთხეში ხვდებიანო... ღმერთმა ნათელში გამყოფოს ჩემო ძვირფასო ადამიანო" - ასე ემშვიდობება უფროს მეგობარს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი. მართალია, ისინი სისხლის ნათესავები არ ყოფილან, თუმცა ცხოვრებამ ერთმანეთს ისე დააკავშირა, რომ მათი ურთიერთობა ლამის ოჯახის წევრისას ჰგავდა, ამიტომ, მოზარდმაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელს დიდ მსახიობზე საუბარი, აწ უკვე წარსულში ძალიან უჭირს და არც კი იცის, საიდან დაიწყოს, რადგანაც ბევრი გადაკვეთის წერტილი ჰქონდათ...

- ბატონო დიმა, ნუთუ ისეთი მძიმე დიაგნოზი ჰქონდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა?
- ეჭვი მაქვს, რომ მანამდე ფეხზე გადაიტანა ფილტვების ანთება... საოცრად ენერგიული ადამიანი იყო, - 3 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრში, ლევან წულაძის "ბაკულას ღორების" პრემიერას დაესწრო, რომელშიც ზურა ბერიკაშვილი (მისი შვილი) მონაწილეობდა, 1-ელში "იბერიაში" ჩემზე მომზადებულ გადაცემაში მონაწილეობდა (სამწუხაროდ, მისი მონაწილეობით ბოლო გადაცემა აღმოჩნდა)... 5 აპრილს სიცხე მისცა, როგორც ჩანს, გაცივდა, თუმცა გარეგნულად არაფერი ემჩნეოდა და ყურადღება დიდად არ მიუქცევია, თან, ალბათ არც უნდოდა, სიტუაცია ზედმეტად გაემწვავებინა. მაგრამ ეტყობა, შიგნით პროცესი მიდიოდა და 6-ში უკვე ტემპერატურამ მოიმატა, სასწრაფოც გამოიძახეს, გაირკვა, რომ კლინიკაში იყო გადასაყვანი, მაგრამ უთხრა, რომ არაჩვეულებრვი პირადი ექიმი ჰყავდა, რომელსაც მეორე დილით მიაკითხავდა და სასწრაფოს ხელწერილი დაუდო, რომ არ მიჰყვებოდა. მეორე დღეს მართლაც მივიდა ექიმთან, არ დაუგვიანია, ორმხრივი პნევმონია და ჟანგბადის უკმარისობა აღმოაჩნდა. სიტუაცია საათებით, თანდათან დამძიმდა. როგორც ჩანს, რაღაც ტიპის ვირუსი იყო... ხომ ვამბობ, საკმაოდ ჯანმრთელი ადამიანი გახლდათ... პრაქტიკულად, საავადმყოფოში თავისი ფეხით მისული დღეს იქიდან სახლში მიასვენეს... ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი...

- როგორც ვიცი, გივი ბერიკაშვილზე და მის შემოქმედებაზე წიგნი გაქვთ დაწერილი...
- პრაქტიკულად, მის ხელში ვარ გაზრდილი, ერთ ეზოში ვცხოვრობდით, პატარა გიო ბერიკაშვილის ნათლია ვარ, წვერში (აგარაკზე) გვერდი-გვერდ მეზობლები გახლდით, ზურიკო (ვაჟი) ჩემი ბავშვობის მეგობარია. ბატონი გივი, როცა ვარტისტობდი, ჩემი პირველი პარტნიორი იყო სცენაზე, შემდეგ კი უკვე ჩემს 2 სპექტაკლშიც ითამაშა. მასზე წიგნიც დავწერე... რომელი ერთი გავიხსენო, არც ვიცი...

ის იყო ნამდვილი ვარსკვლავი! ხალხის საოცარი სიყვარულით გამოირჩეოდა. 65 წლის რომ გახდა, მასთან ერთად, 20 წლის წინ, მთელი საქართველო შემოვიარე, რეგიონებში შემოქმედებითი შეხვედრები გვქონდა. 50-მდე შეხვედრა ჩავატარეთ, არ დაგვიტოვებია არც ერთი რაიონული ცენტრი, რომ არ ჩავსულიყავით. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეპყრობოდა ხალხი, ეს ისეთი საოცარი შეგრძნება იყო, რომ ვერც გადმოგცემთ. ადამიანი, რომელიც შენიანია, ოჯახის წევრივით გყავს, ხედავ, რომ შენ არ გეკუთვნის და ყველასია, - ამის გაცნობიერება და შეგრძნება მნიშვნელოვანი იყო.

ხშირად უთქვამთ კიდეც, ყოფილან გაცილებით დიდი არტისტები, მაგრამ ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რომ ხალხის ამ ტიპის სიყვარული ჰქონოდა ვინმეს. ამას მე ჩემებურად ვხსნიდი - ბატონი გივი არასოდეს კეკლუცობდა, ძალიან უბრალო და თავმდაბალი იყო. ადამიანები,
მის როლებში საკუთარ თავს ხედავდნენ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მის შექმნილ სახეებში არ იყვნენ მეფეები, ჩინოსნები... ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები ჭარბობდნენ და პროტოტიპებად ხალხის მასაში იყვნენ, რომელშიც დიდი სიყვარული დაიმსახურა...

დაუვიწყარია მისი მიტუა "ექვს შინაბერასა და ერთ მამაკაცში", - ბატონ თემურ ჩხეიძესთან ერთად, ამ სპექტაკლის აღდგენაზეც მომიწია მუშაობამ, რადგანაც მისი რეჟისორი ბატონი იურა კაკულია უკვე გარდაცვლილი იყო. იგივე ითქმის ალექსანდრე ჩინჩახელზე, სპექტაკლიდან "ეზოში ავი ძაღლია", ასევე ტიგრან გულოიანზე "საბრალდებო დასკვნიდან", რეციდივისტს, მკვლელს, ბატონმა გივიმ სხვა ხიბლი შესძინა; იმ ქურდსაც კი აყვარებდა მაყურებელს, მის დადებით მხარეს უჩვენებდა. შესანიშნავი სპექტაკლი იყო "შთამომავლობა", სადაც ვერიკო ანჯაფარიძეს უწევდა პარტნიორობას, ამ წარმოდგენაში პრაქტიკულად, პრემიერაზე მოუწია შევარდნამ, რადგანაც ბონდო ლანჩავას როლს ვინც თამაშობდა, მსახიობი შოთა გაბელაია სრულიად მოულოდნელად, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა...



რაც შეეხება იმ ორ სპექტაკლს, რომელზეც ერთად ვიმუშავეთ, ლევან წულაძესან ერთად, იყო "მგზავრის წერილები", ბატონი გივი ლელთ ღუნია გახლდათ (თემურ ჩხეიძის წინა სპექტაკლშიც ეს როლი ჰქონდა, ჩვენ ახლებური ვერსია გავაკეთეთ) და ბოლო როლი იყო სენიორ ბალბოა, კასონას "ეუხენა ბალბოაში", სადაც თამარ სხირტლაძე და გივი ბერიკაშვილი თამაშობდნენ, ერთმანეთს არაჩვეულებრივ პარტნიორობას უწევდნენ.

თუმცა, ერთი რამეც არის, რაც მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დავინიშნე, სულ რაღაც აქტივობები მინდოდა და საახალწლო წარმოდგენაში, შარშან, ბატონი გივი მოვიწვიე. თეატრალურ სცენაზე ის ჩვენი თოვლის პაპა იყო, ჩვენი მეკვლე და მოზარდ მაყურებელთა თეატრში 50 საახალწლო წარმოდგენა ითამაშა. პრაქტიკულად, ამ პატარებთან დაასრულა თავის შემოქმედებითი ცხოვრება. მომავალი თაობა (ბავშვები) აღმოჩნდა მისი ბოლო მაყურებელი, ვინც ის სცენაზე იხილა...

ეს დღეები კიდევ მეტად გამოაჩენს, თუ როგორ უყვარდა ის ქართველ მაყურებელს. სხვათა შორის, ის არის ერთადერთი მსახიობი, რომლის სახელობის ქუჩა არის მის მშობლიურ სოფელ კოლაგში. მის სიცოცხლეშივე, ცენტრალურ მაგისტრალს, კახეთში მისი სახელი ეწოდა...

ლალი ფაცია
AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: "ჩემი ვარსკვლავი ცაშიც არის და დედამიწაზეც..." - გივი ბერიკაშვილის მოგონებები მამაზე, ბავშვობაზე, თეატრზე და ლეგენდად ქცეულ მსახიობებზე
11:05 / 11-04-2017
ლეილა
0
ღმერთმა ნათელში გამყოფოს კარგო ადამიანო ყოველთვის ემახსოვრებით ისეთი სიყვარული დაიმსახურე.
10:54 / 11-04-2017
goga
0
ძალიან ბევრი დიდი მსახიობები წავიდნენ, ყველამ გული დამწყვიტა, მაგრამ, გივი ბერიკაშვილის გარდაცვალება რომ გავიგე, არ ვიცი ემოციებს ვერ ვფარავ ისე ჩამწყდა გულ! ძალიან უბრალო და ალალი იყო ალბათ იმიტომ.უამრავი როლები ჰქონდა, ფაქტიურად სულ მთავარი როლები. ყველას ჩვენი გემოვნება გვაქვს, სამოთხის გვრიტებში რომ არის მსგავსი ჩემთვის არ არსებობს! დასანანია , ძალიან დასანანია! მიდიან ესეთი მსახიობები და ვის დარჩება ქართული კინო და თეატრი უფალმა უწყის! ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ მომავალს! უფალო გებარებოდეს ეს კაცი.
მსგავსი სიახლეები
PHOTO+VIDEO მსახიობს საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ
მარჯანიშვილის თეატრის ფოიესა და ფასადზე მსახიობის ფოტოებია გამოფენილი
გარდაცვლილის ოჯახს კოლეგები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები უსამძიმრებენ
"სხვათა შორის, ჰიტლერი უკეთესი მხატვარი იყო, ვიდრე ბერიკაშვილი მსახიობი"
მსახიობი 10 აპრილს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა
"პატარა ხომ აღარ არის გივი, როგორც ახალგაზრდა, ისე ადვილად ვერ გადაიტანს ყველაფერს..."
მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა
კარგა ხანია, გივი ბერიკაშვილი ვარსკვლავია ქართველი მაყურებლისთვის
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:57 / 22-08-2017  Image ლაგოდეხში ხანძარი გაჩნდა
ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია
22:18 / 22-08-2017  Image გიორგი მღებრიშვილი - თურქული თვითმფრინავი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვება
"ეს ვერტმფრენი არის საკმაოდ დიდი. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვერტმფრენია МИ-26"
21:18 / 22-08-2017  Image მამუკა ხაზარაძე - "თიბისი ჯგუფი" დამწვარ 10 ჰექტარს სრულად აღადგენს
კომპანია "ბორჯომი" ამ ინიციატივას დღეს საღამოსვე შეურთდა
18:37 / 22-08-2017  Image "ჩემს შვილებს წლები არ უვლიათ სკოლაში, მაგრამ უმაღლესი ქულებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები” - ერთი ქართველი დედის დამაფიქრებელი წერილი
"მათ დამიმსხვრიეს ყველა სტერეოტიპი"
13:16 / 22-08-2017  Image "ყველა მძღოლის საყურადღებოდ, ვისაც საჭე აქვს გადატანილი!!!" - ოთო ნემსაძე საკუთარმა მანქანამ "მოწამლა"
"ჩემი საყვარელი იაპონური მანქანა მწამლავდა CO-თი"
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49