კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:33 / 10-04-2017
ახალი რეგულაცია, რომელიც ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის 17 აპრილიდან ამოქმედდება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს იმ ახალი რეგულაციის შესახებ აფრთხილებს, რომელიც ისრაელში 17 აპრილიდან ამოქმედდება.

საუბარია ისრაელის შს მინისტრის გადაწყვეტილებაზე თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით. როგორც ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ განუცხადა, ახალი რეგულაცია გულისხმობს, რომ თავშესაფრის იმ მაძიებლებს, რომელთა საკითხიც თავშესაფრის მიღების თაობაზე უარყოფითად გადაწყდება, აღარ მიეცემათ საშუალება, რომ ნებაყოფლობით დატოვონ ქვეყანა. როგორც ტაბატაძემ განმარტა, საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში თავშესაფრის მოთხოვნაზე ძირითად შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იქნება, რადგან ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში
შეიყვანა და საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი არ გააჩნიათ.

"17 აპრილიდან ისრაელი აამოქმედებს ახალ რეგულაციას, რომელიც მიიღო შს მინისტრმა. თუ ადრე მოქალაქეებს ეძლეოდათ საშუალება განაცხადზე მიღებული უარყოფითი პასუხიდან ერთი კვირის განმავლობაში ნებაყოფლობით დაეტოვებინათ ქვეყანა და ამ საშუალებას არ იყენებდნენ, ახალი რეგულაციით, ასეთი განაცხადის შეტანისთანავე დაიწყება მათი დეპორტაციის პროცედურა. ეს პროცედურა დასრულდება მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში, რაც ნიშნავს რომ ნებისმიერი მოქალაქე, ვინც შეიტანს 17 აპრილიდან მოთხოვნას თავშესაფართან დაკავშირებით, ვინაიდან მათი განცხადება არ იქნება დაკმაყოფილებული, მათი დეპორტაცია მოხდება მაქსიმუმ ერთ კვირაში. ისრაელმა ჩვენ შეგვიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ საფუძველი მოითხოვონ თავშესაფარი. შესაბამისად, არამიზნობრივი განაცხადების განხილვა ხდება. აქედან გამომდინარე, ისრაელის მხარემ მიიღო ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ტაბატაძემ.
22:41 / 19-04-2017
ქეთი
0
ზუსტადაც ეს დეგენერატი მთავრობა უნდა ზრუნავდეს ჩვენზე,უსაფრთხო ქვეყანაო, მართალია უსაფრთხოდ ამოგძვრება სული შინშილით,არავინ შეწუხდება ამით. სოფელშიც ვმუშაობთ,საქონელიც გვყავს,ვენახი, ყანა, ბოსტანიც გვაქვს მაგრამ, ბანკის ვალებს ვერ გასწვდა იქ მოწეული მოსავალი.სესხი სამსახურის იმედად ავიღეთ. ფაფუ სამსახური აღარ არის.სესხი კი როულად თუარ დაფარე ყველამ იცის რაც მოყვება.ექიმთან ვერ მივდივართ, წამალს ვერ ვყიდულობთ,ჩემი შვილი სკოლაში რომ შევიდა სხვისი გამონაცვალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეცვა და მეორადების ფუთაში ამოსული ნაჩუქარი ჩანთა ეჭირა.აი ამიტომ მიდიან სხვა ქვეყნებში მონებათ, იმიტომ რომ ჩვენი დაწყევლილი მთავრობა თავისი ჯიბით საზღვრავსჩვენს მდგომარეობას. ავაშენოთ ჩვენ თვითონო რო იძახით, კი ბატონო, ავაშენოთ მაგრამ რითი, როგორ
07:30 / 19-04-2017
david
0
ერტი რამ ვერგაიგო სჰვენმა მტავრობამ და ხალხმა.როგორ ეკცევიან ისრაელსჰი სჰასულ ხალხს აერორორტსჰი როგორ ამცირებენ და ადეპორტებენ ამაზე კი არავინ არსაუბრობს მტავრობის ხალხი სჰემიაზრიტ ვისაც სჰვენი ხალხი არუნდა და ვინს გვამცირებს ასე უნდა მოვეკცეტ სჰვენს არსერტი მოკალაკე არუნდა სჰემოუსჰვატ და დავადეპორტოდ აეროპორტიდანვე პასუხი იგივე რაც მატ აკვტაი ესიკნება სჰენი ხალხის პასუხი იმ დაცინვაზე და სჰეურაცკოფაზე რასაც ისრაელი და ისრაელის ხალხი გვამცირებს იმედია სჰვენი მტავრობა გამოფხიზლდება
მსგავსი სიახლეები
"აშშ-ის გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონმდებლობის და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების საშიში დარღვევაა"
ისრაელის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა 7 დეკემბერს აგორდა
1990 წელს ისევ იყო მცდელობა, რომ იერუსალიმს სახელმწიფო ავტონომია მიეღო
აღმოსავლეთ იერუსალიმში, იუდეა და სამარიას რიგ ქალაქებში
"ასევე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს დასავლელ ლიდერებთან, რომის პაპთანაც"
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს
ნაღმის ჩამოვარდნამდე განგაშის სიგნალი ირთვება და მოსახლეობას რამდენიმე წამი აქვს იმისთვის, რომ ბომბსაფარს შეაფაროს თავი
"ჩატაევს თბილისში დაბრუნება რუსეთის კურატორთა ბრძანებით შეეძლო..."
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:29 / 11-12-2017  Image მიხეილ სააკაშვილი - მოსამართლემ, მიუხედავად პირადად პრეზიდენტის ზეწოლისა, სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო
"ერღვევათ სისტემა. ამათთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი"
10:24 / 11-12-2017  Image რა იწვევს ფსორიაზს და როგორ მკურნალობენ მას - "ეს დაავადება ადამიანს შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩნდეს"
"ფსორიაზი ამოუცნობი გენეზის დაავადებაა, მაგრამ ის განაჩენი არ არის!"
12:27 / 11-12-2017  Image ტრადიციული გართობა და ახალი პროგრამა- რა გელოდებათ „იუმორინა 2018“- ზე
ყველასათვის საყვარელი "იუმორინა" წელსაც ზრუნავს ჩვენს განწყობაზე და გვთავაზობს დაუვიწყარ კონცერტს
15:05 / 11-12-2017  Image ვინ იყო ქართველი, რომელიც ღაზას სექტორში ეკლესია-მონასტრებს აშენებდა - წმინდა მიწაზე მორიგი უნიკალური აღმოჩენის დეტალები
ისინი IV საუკუნის მეორე ნახევრიდან პალესტინაში პირველი ქართველებიც გახდნენ
17:02 / 11-12-2017  Image "არ ვარ ისეთი, ზედმეტად რომ გადაყვებიან შვილებს და აბოდებთ..." - როგორი მამაა მიხეილ ცაგარელი და რა ელით მშობლებს ძაღლის წელში
როგორ მოახერხა,  ცნობილმა ასტროლოგმა რომ შვილებთან კონფლიქტი არასოდეს ჰქონოდა

პოპულარული კომენტარები
და რა გიკვირთ და რატომ მოსთქვამთ? კრიმინალური მენტალიტეტის ერი ცხოვრობს კრიმინალურ გარემოში... თქვენ გააგდეთ ამ ქვეყნიდან კრიმინალთან მებრძოლი მთავრობა და მოიყვანეთ კრიმინალებთან მოსიამტკბილე ხელისუფლება... ასე არაა? ფანჯრებიდან რომ ხედავდნენ მკვლელობას ვინმემ დარეკა პოლიციაში? მოსწავლეები რომ არ აძლევენ ჩვენებას გამოძიებას? ხომ არ ჩაუშვებთ? თქვენ არ გაკიოდით მიშამ სკოლაში მანდატურები შეიყვანა არიქა შვილებს სტუკაჩებად გვიქცევენო? რაც ხალხია, ის ვითარებაა ზუსტად.. საბჭოთა კავშირში მოწინავე ქურდების რაოდენობით, ევროპაში მოწინავე და თავმოჭრილი ქურდული და ორგანიზებული დანაშაულის ნომერ პირველი ექსპორტიორი... გურიაში ყაჩაღი მამალაძის ძეგლი, ლიტერატურაში ყაჩაღები დადებითი გმირები...სკოლებში სამოქალაქო თვითშეგნების ამმაღლებელი საგნები ვერ დანერგეს, ებრძვით ხმალამოღებული... მღდელი ღმერთის სახელით ქურდობს, ერი და ბერი აბსოლუტური უმრავლესობა გაუნათლებელი და ბნელი, პროგრესისმოძულე და წარსულის აპოლოგეტი.... რატომ გიკვირთ, ან რა გიკვირთ? რა?
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49