კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
20:28 / 10-04-2017
"მამაჩემს 500 ლარი უნდა ჰქონდეს ხელფასი და ვიღაც ჩინოვნიკს 5000?" - გიორგი ყიფშიძე მსახიობებს გაფიცვისკენ მოუწოდებს
ქართველი მსახიობებისა და რეჟისორების ვნებათაღელვა არ წყდება. მათი პროტესტის მიზეზი კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმად ქართული თეატრების დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა მსახიობების ანაზღაურებად.

აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გიორგი ყიფშიძემ მიმართვა გაავრცელა და ქართული თეატრის მსახიობებს გაფიცვისკენ მოუწოდა:

"მსახიობებმა მომწერეთ!! ვინც ხართ თანამოაზრეები! იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ ყველას გთხოვთ დამიკავშირდეთ, თეატრში შევხვდეთ და კონკრეტულ ქმედებებზე ვისაუბროთ. ყველამ თავიანთი უფლებები თუ არ დაიცვა, არავინ შენს მაგივრად საჯდომს არ გაანძრევს... არ ვაპირებ მიტინგების ჩატარებას და გზების გადაკეტვას. ვაპირებ გაფიცვას. თუ ერთად დავდგებით და ყველა თეატრი გაიფიცება, მიხვდებიან, რომ არ ვხუმრობთ. ქამარი ისეთი შემოჭერილი მაქვს, რომ ახალი ხვრელი გავუკეთე დამატებით".

რას გეგმავს მსახიობი თანამოაზრებთან ერთად, Ambebi.ge გიორგი ყიფშიძეს დაუკავშირდა:

- გიორგი, რამ გამოიწვია თქვენი პროტესტი?
- ამაზე მოკლედ ვერ ვისაუბრებ. კულტურის სამინისტრომ თეატრებს შეუმცირა დაფინანსება... შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდა ჩვენი ხელფასები. 10 000 რომ ჰქონდეს ხელფასი, ალბათ ვერც ვიგრძნობდი შემცირებას, მაგრამ შემოჭერილ ქამარს უფრო რომ მიჭერ და უფრო მეტიც, ქამარზე დამატებით ნახვრეტს მაკეთებინებ, ეს აღმაშფოთებელია.
ამიხსნას ვინმემ, რატომ უნდა ჰქონდეს მამაჩემს ვალი და 500 ლარი ხელფასი, ვიღაც ჩინოვნიკს კი - 5000 ლარი? 800 ლარის ნაცვლად 500 ლარს რომ მაძლევ ხელფასს და მშია, ამოვიღებ ხმას, აბა რას ვიზამ.

- ვის შეეხო ანაზღაურების შემცირება?

- ყველას შეეხო, კულტურის სამინიტროს გარდა.

- რას აპირებთ თანამოაზრეებთან ერთად?

- ავდგებით და აღარ ვიმუშავებთ. ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი უნდა გაერთიანდეს და სადაც საჭიროა იქამდე მივა ხმა. ყელში ამოვიდა უკვე ეს ყველაფერი, გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
12:34 / 26-04-2017
გუ გუ
0
ყველას ფული უნდა, გადაირევი კაცი!
18:43 / 21-04-2017
ირაკლი
4
დავამატებ ისე ჭირს დღეს ცხოვრება რომ საარსებო საშვალება არააქვთ ხალხს რა არის 500 ლარი მართლაც მსახიობებისთვია
მსგავსი სიახლეები
სამტრედია - გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. გაფიცულმა
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი პროტესტის ნიშნად 13:00 საათიდან რუსთავში, ძველი ბაზრის ტერიტორიაზე შეიკრიბებიან
გაფიცვის დაწყების შემდეგ ფლორიდას შტატის ორ ციხეში არეულობა მოხდა
ბეჟუაშვილების ორმაგი თამაში - რატომ შეწყვიტეს მაღაროებელმა 17-დღიანი გაფიცვა
+VIDEO მეტროთი დღის განმავლობაში 330 000-მდე თბილისელი მგზავრობს
10-პუნქტიანი მოთხოვნების სია, რომელიც გაფიცულმა მეშახტეებმა ერთობლივად შეიმუშავეს, ასეთია
ბაია გადაბაძეს სასამართლომ უარი უთხრა...
ხმამაღლა არ აღიარებენ, მაგრამ მესამე ადამიანის გამოჩენის გამო ცნობილი ადამიანების ოჯახებიც დანგრეულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:24 / 21-10-2017  Image "დაგალეწავ თავზე"- "ლიბერალის" რედაქტორს საარჩევნო უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
+VIDEO| "ლიბერალის" ახალი ამბების რედაქტორს, დათო გამისონიას, ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე შეკრებილმა
18:30 / 21-10-2017  Image საპატარძლო კაბით არჩევნებზე - წყვილი ხმის მისაცემად ჯვრისწერის შემდეგ მივიდა
ოზურგეთის რაგბის ნაკრების წევრი, ხვიჩა თოლოდავა მეუღლესთან ერთად
10:53 / 21-10-2017  Image ირაკლი ალასანია და პატარა თინათინი - ნათია ფანჯიკიძე 1 წლის შვილიშვილის ფოტოებს პირველად აქვეყნებს
ფოტოებზე პატარა თინათინი ოჯახის წევრებთან, მათ შორის ბაბუასთან ერთადაა ასახული
14:09 / 21-10-2017  Image რა ანაზღაურება აქვთ მერიაში დასაქმებულ მეთუნექე-მეეზოვეს, ფანჯრის მწმენდავს და მუშას
ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება ფანჯრის მწმენდავს აქვს
09:10 / 20-10-2017  Image "კიბომ ტკივილი არ იცის, როცა აგტკივდებათ, შეიძლება უკვე გვიანი იყოს!" - რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ ექიმს
რა როლს ასრულებს დაავადების წარმოშობაში გენეტიკა
პოპულარული კომენტარები
საქართველოს გარდა სუყველას დედა... არავინაა საქართველოს მეგობარი!!!!!! ამაში დარწმუნებულები იყავით ამერიკა-ევროპის მოლაქუცენი. აქ ვინც პოსტავთ ირონიით რუსეთზე, ჯერ საკუთარ გამოხეულ ნიფხვებს შეხედეთ და მერე იღადავეთ რუსეთზე. სიმართლეს თვალებში უნდა ჩახედო და ისე ისე იაზროვნოთ. ჩვენ რომ ვიყოთ რუსეთისა და პუტინის ადგიზე, დარწმუნებული ვარ , სულს ამოვხდიდით აფხაზებს, ოსებს, სომხებს, თურქებს და ასე შემდეგ , ბევრ ვინმმეს. არ თქვათ ახლა ამას არ ვიზამთო. ეს ახლა ვამბობთ ას იმიტომ, რომ ამჟა მად ჩვენ ვართ გაღლეტილ-გატლეკილი, "გთითოკაცებული, საშოვარს გამოკიდებული ერი", სადაც ფულისა და ფუფუნების გამო დაივიწყეს ყოველივე ადამიანური და როგორ გამართლდა საბჭოთა ლოზუნგი: კაპიტალისტურ სამყაროში ადამიანი ადამიანისათვის მგელია. არ დამიწყოთ ახლა შვედეთი და ნორვეგია, ფინეთი და ბელგია და ა.შ. ეს სა-ქარ-თვე-ლო-ა!!!!
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49