დღის ფოტო: გივი ბერიკაშვილის ყვავილებით სავსე საგრიმიორო...

დღის ფოტო: გივი ბერიკაშვილის ყვავილებით სავსე საგრიმიორო...

მარჯანიშვილის თეატრში მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილის ოჯახს კოლეგები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები უსამძიმრებენ.

მსახიობი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზეა დასვენებული, მონიტორზე კი, გივი ბერიკაშვილის მიერ შესრულებული როლების ამსახველ კადრებს უჩვენებენ. ამასთან, თეატრის ფოიესა და ფასადზე მსახიობის ფოტოებია გამოფენილი. ყვავილებითაა მორთული საგრიმიორო, რომელიც გივი ბერიკაშვილს ეკუთვნოდა...

გივი ბერიკაშვილს საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ფოტოები: ირაკლი გედენიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი