კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:50 / 11-04-2017
რატომ გაუხარდა გივი ბერიკაშვილის გარდაცვალება "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთ მხარდამჭერს
ლადო გოგოლაძის ბლოგი

"ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი თითქმის ყველა მოქმედ პოლიტიკოსს აქვს, ბუნებრივია, გამონაკლისს არც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს, რომელიც ამ "ფეისბუქგვერდის" საშუალებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ხშირად ეხმიანება, მათ შორის სამძიმრის განცხადებებსაც ავრცელებს. კარგად მახსოვს, როდესაც დიდი ქართველი მსახიობი ოთარ კობერიძე გარდაიცვალა, მისი გარდაცვალების გამო ექსპრეზიდენტმა დიდი მწუხარება გამოთქვა, რაც ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ოთარ კობერიძისდარი მსახიობი მართლაც იშვიათია.

სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის გვერდზე არავის უნახავს დიდი ქართველი მსახიობის ოთარ მეღვინეთუხუცესის გარდაცვალების გამო გამოთქმული მწუხარება,
მგონი, არც გურამ ფირცხალავაზე დაწყვეტია გული და არც გენიოსი რეზო ჩხეიძის გარდაცვალება მიუტანია გულთან. 10 აპრილს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა, მაგრამ ექს-პრეზიდენტი დუმს და იმას წერს და ურჩევს უკრაინელებს რომ ოკუპირებულ დონბასთან კედელი ავაშენოთო.

ექს-პრეზიდენტის ინდენტური იყო და არის მისი მხარდამჭერების ქცევა. ნათქვამია ცოლ-ქმარი დიდი ხნის თანაცხოვრების მერე, ზნით ერთმანეთს ემსგავსებიანო, ასე არიან სააკაშვილის მიმდევრებიც - ყველაფერში ბელადს დაემსგავსნენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ლოგიკურად მგონია, რომ ამ ხალხისთვის მხოლოდ ისაა ქვეყნისთვის დანაკლისი, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" აქებდა და ადიდებდა, ხოლო დანარჩენებს გულთან ახლოსაც არ მიიტანენ.

გულწრფელად რომ ვთქვა, ვიცოდი ყველას ერთნაირად არ დაწყდებოდა გული მის გარდაცვალებაზე, მით უფრო "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს, მაგრამ თუ გაუხარდებოდათ ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. განსაკუთრებით აქტიურობდა სააკაშვილის უერთგულესი მხარდამჭერი, აშშ-ში მცხოვრები ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია, რომელიც წერდა: "ჩემთვის სიკვდილი მორალური ამნისტია არ არის და არავითარი სურვილი არა მაქვს აფერისტი ბორიას ტაკიმასხარის გამო კურცხალი ვაფრქვიო... "გივი ბერიკაშვილს დებილების გარდა სხვა როლი არ უთამაშია, ამისთვის კი ის დაბადებული იყო. ლონდრეც ამ კატეგორიას ეკუთვნის. სხვათა შორის, ჰიტლერი უკეთესი მხატვარი იყო, ვიდრე ბერიკაშვილი მსახიობი."

კომენტარებში კიდევ უფრო მეტ საშინელებას წერდნენ, ზოგიერთი ისე შორსაც წავიდა რომ წერდა - "ბერიკაშვილი ბარბარე რაფალიანცის მკვლელია და გამიხარდა მისი გარდაცვალებაო".

ამბავს პოსტით გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიის" დამფუძნებელი, "ნაციონალური" ხელისუფლების დროინდელი ელჩი მამუკა გამყრელიძე:

"გარდაცვლილებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. მხოლოდ ერთს ვიტყვი, სულაც არ არის აუცილებელი კარგი მსახიობი ან სპორტსმენი ასეთივე ადამიანური თვისებებით იყოს დაჯილდოვებული. ჟან გაბენი დიდი მსახიობი იყო, მაგრამ უვარგისი ადამიანი. სკოტი პიპენი გენიალური კალათბურთელი, მაგრამ ამერიკაში ცნობილი წუწურაქი. პატიობენ. ბოლოს და ბოლოს, ერთი ჟან გაბენია, მეორე პიპენი. გენიოსები! სახასიათო როლების საშუალო დონის შემსრულებელს იგივეს არ აპატიებენ..." - წერდა გამყრელიძე პირად გვერდზე.

შეიძლება გივი ბერიკაშვილი, როგორც მსახიობი არ მოგწონდეს, სუბიექტურია ხელოვნების შეფასება, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ ის შენი პარტიის მხარდამჭერი არ იყო მისი გარდაცვალება გაგიხარდეს, რბილად რომ ვთქვათ უზენობაა.

P.S. მახსოვს, წლების წინ "კვირის პალიტრამ" გამოკითხვა ჩაატარა - ვინ გსურთ ახალ წელს მეკვლედ. ხმების აბსოლუტური უმრავლესობა გივი ბერიკაშვილმა მიიღო. ამ გამოკითხვაში კარგად ჩანს ხალხის დამოკიდებულება გივი ბერიკაშვილისადმი და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მიერ მისი ლანძღვა, ისევ იმათზე მოქმედებს ცუდად ვინც ილანძღება, თორემ ხვალ-ზეგ მლანძღველები არავის ემახსოვრებიან, განსხვავებით გივი ბერიკაშვილისა, რომლის როლები მისი სიკვდილის შემდეგაც ისეთივე საყვარელი იქნება ხალხისთვის, როგორც მის სიცოცხლეში იყო...

ლადო გოგოლაძის ბლოგი AMBEBI.GE-სთვის
10:08 / 02-05-2017
salome
3
ის რომ არ ეწყინათ ავტომატურად რატომ ნიშნავს რომ გაუხარდათ? არც ერთს და არც მეორეს არ უწერია რომ გამიოხარდაო. რატომ უკეთებთ ასეთ ინტერპრეტაციას?
16:07 / 01-05-2017
222
0
გული მერევა უკვე ამ ხალხზე. აღარაფერი რომ არ შერჩათ ადამიანური.......... ამ გამყრელიძეს კიდე სიმაღლის მეტი არაფერი მისცა ღმერთმა სამწუხაროდ, ეტყობა არ იყო ღირსი..
მსგავსი სიახლეები
საპროტესტო აქცია-მსვლელობის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია
გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო
ბიბილაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში 100 საჩივარი, რეგიონებში კი 200-ზე მეტი საჩივარი ფიქსირდება
როგორც მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ყველანაირი უკანონობა 21 ოქტომბერს დასრულდება
მსვლელობის მონაწილეებს ხელში საპროტესტო ბანერები და საქართველოს დროშები უკავიათ
აქციის მონაწილეები მერიაში შესვლას დაახლოებით ათი წუთია ცდილობენ
ელისაშვილის თქმით, დღეს 1 000 ხელმოწერა უკვე შეგროვდა
ზაალ უდუმაშვილი დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს დახმარებას სთავაზობს
ლადო გოგოლაძის ბლოგი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:45 / 12-12-2017  Image ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თინა ქარსელაძე გარდაცვლილი იპოვეს
თინა ქარსელაძე 35 წლის იყო
22:57 / 12-12-2017  Image გიორგი გაჩეჩილაძე - შეცდომა იყო, თავის დროზე რომ ვთქვი, გიორგი კვირიკაშვილი ჩემი მეგობარია-თქო
+VIDEO გაჩეჩილაძემ ისაუბრა საქართველოში ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე
10:13 / 12-12-2017  Image ყველაზე შთამბეჭდავი ელექტრომობილი - Tesla Model S
საკმარისია, ელექტრომობილი ახსენო, რომ დიდს თუ პატარას მაშინვე Tesla ახსენდება.
22:02 / 12-12-2017  Image დევნილებს საჩუქრად ბულგარული წიწაკა მიუტანეს - "დაცინვაა ჩვენი... სახლში რომ ვყოფილიყავი, არ ავიღებდი"
"შეღავათი ის არის, რომ ბულგარული წიწაკა მოგვიტანეს"
14:46 / 12-12-2017  Image "დაემუქრნენ: თუ თანხას არ გადაიხდით, თქვენვე დაზარალდებითო..." - რა მოხდა იაშვილის კლინიკაში?
როგორ დაუანგარიშა იაშვილის კლინიკამ 16 წლის მოზარდს 3-დღიან სამედიცინო მომსახურებაში 1785 ლარი

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49