რატომ გაუხარდა გივი ბერიკაშვილის გარდაცვალება "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთ მხარდამჭერს

რატომ გაუხარდა გივი ბერიკაშვილის გარდაცვალება "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთ მხარდამჭერს

ლადო გოგოლაძის ბლოგი

"ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი თითქმის ყველა მოქმედ პოლიტიკოსს აქვს, ბუნებრივია, გამონაკლისს არც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს, რომელიც ამ "ფეისბუქგვერდის" საშუალებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ხშირად ეხმიანება, მათ შორის სამძიმრის განცხადებებსაც ავრცელებს. კარგად მახსოვს, როდესაც დიდი ქართველი მსახიობი ოთარ კობერიძე გარდაიცვალა, მისი გარდაცვალების გამო ექსპრეზიდენტმა დიდი მწუხარება გამოთქვა, რაც ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ოთარ კობერიძისდარი მსახიობი მართლაც იშვიათია.

სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის გვერდზე არავის უნახავს დიდი ქართველი მსახიობის ოთარ მეღვინეთუხუცესის გარდაცვალების გამო გამოთქმული მწუხარება, მგონი, არც გურამ ფირცხალავაზე დაწყვეტია გული და არც გენიოსი რეზო ჩხეიძის გარდაცვალება მიუტანია გულთან. 10 აპრილს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა, მაგრამ ექს-პრეზიდენტი დუმს და იმას წერს და ურჩევს უკრაინელებს რომ ოკუპირებულ დონბასთან კედელი ავაშენოთო.

ექს-პრეზიდენტის ინდენტური იყო და არის მისი მხარდამჭერების ქცევა. ნათქვამია ცოლ-ქმარი დიდი ხნის თანაცხოვრების მერე, ზნით ერთმანეთს ემსგავსებიანო, ასე არიან სააკაშვილის მიმდევრებიც - ყველაფერში ბელადს დაემსგავსნენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ლოგიკურად მგონია, რომ ამ ხალხისთვის მხოლოდ ისაა ქვეყნისთვის დანაკლისი, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" აქებდა და ადიდებდა, ხოლო დანარჩენებს გულთან ახლოსაც არ მიიტანენ.

გულწრფელად რომ ვთქვა, ვიცოდი ყველას ერთნაირად არ დაწყდებოდა გული მის გარდაცვალებაზე, მით უფრო "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს, მაგრამ თუ გაუხარდებოდათ ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. განსაკუთრებით აქტიურობდა სააკაშვილის უერთგულესი მხარდამჭერი, აშშ-ში მცხოვრები ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია, რომელიც წერდა: "ჩემთვის სიკვდილი მორალური ამნისტია არ არის და არავითარი სურვილი არა მაქვს აფერისტი ბორიას ტაკიმასხარის გამო კურცხალი ვაფრქვიო... "გივი ბერიკაშვილს დებილების გარდა სხვა როლი არ უთამაშია, ამისთვის კი ის დაბადებული იყო. ლონდრეც ამ კატეგორიას ეკუთვნის. სხვათა შორის, ჰიტლერი უკეთესი მხატვარი იყო, ვიდრე ბერიკაშვილი მსახიობი."

კომენტარებში კიდევ უფრო მეტ საშინელებას წერდნენ, ზოგიერთი ისე შორსაც წავიდა რომ წერდა - "ბერიკაშვილი ბარბარე რაფალიანცის მკვლელია და გამიხარდა მისი გარდაცვალებაო".

ამბავს პოსტით გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიის" დამფუძნებელი, "ნაციონალური" ხელისუფლების დროინდელი ელჩი მამუკა გამყრელიძე:

"გარდაცვლილებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. მხოლოდ ერთს ვიტყვი, სულაც არ არის აუცილებელი კარგი მსახიობი ან სპორტსმენი ასეთივე ადამიანური თვისებებით იყოს დაჯილდოვებული. ჟან გაბენი დიდი მსახიობი იყო, მაგრამ უვარგისი ადამიანი. სკოტი პიპენი გენიალური კალათბურთელი, მაგრამ ამერიკაში ცნობილი წუწურაქი. პატიობენ. ბოლოს და ბოლოს, ერთი ჟან გაბენია, მეორე პიპენი. გენიოსები! სახასიათო როლების საშუალო დონის შემსრულებელს იგივეს არ აპატიებენ..." - წერდა გამყრელიძე პირად გვერდზე.

შეიძლება გივი ბერიკაშვილი, როგორც მსახიობი არ მოგწონდეს, სუბიექტურია ხელოვნების შეფასება, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ ის შენი პარტიის მხარდამჭერი არ იყო მისი გარდაცვალება გაგიხარდეს, რბილად რომ ვთქვათ უზენობაა.

P.S. მახსოვს, წლების წინ "კვირის პალიტრამ" გამოკითხვა ჩაატარა - ვინ გსურთ ახალ წელს მეკვლედ. ხმების აბსოლუტური უმრავლესობა გივი ბერიკაშვილმა მიიღო. ამ გამოკითხვაში კარგად ჩანს ხალხის დამოკიდებულება გივი ბერიკაშვილისადმი და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მიერ მისი ლანძღვა, ისევ იმათზე მოქმედებს ცუდად ვინც ილანძღება, თორემ ხვალ-ზეგ მლანძღველები არავის ემახსოვრებიან, განსხვავებით გივი ბერიკაშვილისა, რომლის როლები მისი სიკვდილის შემდეგაც ისეთივე საყვარელი იქნება ხალხისთვის, როგორც მის სიცოცხლეში იყო...

ლადო გოგოლაძის ბლოგი AMBEBI.GE-სთვის

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი